Jump to content

ახალი თაობის iPad Pro-ს ექნება ჩიპი Apple M2 და დამტენი MagSafe


Magdalena

Recommended Posts

Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა გააზიარა Apple-ის გეგმები iPad Pro სერიის ახალი პლანშეტების შესახებ. ამ გაჯეტების ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის შემოდგომაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

ამჟამად ხელმისავწდომი iPad Pro სერიის პლანშეტები (ფოტოებზე) წარმოდგენილია 11- და 12.9-დუიმიანი დისპლეებით. პირველი მათგანის ეკრანის გაფართოება შეადგენს 2388 × 1668 პიქსელს, მეორეს შემთხვევაში - 2732 × 2048 პიქსელს. მოწყობილობებს საფუძლად უდევს საფირმო პროცესორი Apple M1 რვა ბირთვითა და ძრავ Neural Engine-ით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 16 გბ-ს, ფლეშ-მეხსიერებისა - 2 ტბ. 

როგორც ცნობილია, ახალი თაობის iPad Pro-ც წარმოდგენილი იქნება 11- და 12.9 დუიმიანი ეკრანიანი მოდელებით. გამოყენებული იქნება OLED მატრიცა. უფროს მოდელს ექნება განათება Mini LED, რომელშიც გათვალისწინებულია მიკროსკოპული შუქდიოდების მასივის გამოყენება. 

image.jpeg 

მოწყობილობის საფუძველს წარმოადგენს ჩიპი Apple М2, რომელიც აერთიანებს რვა ბირთვსა და გრაფიკულ ამაჩქარებელს ცხრა ან ათი ბირთვით. წარმოების ტექნოლოგია 4-ნანომეტრიანია. 

სამომავლო პლანშეტებს ექნება უსადენო დამუხტვა MagSafe-ის მხარდაჭერა, რომლის დებიუტი შედგა iPhone 12 სერიის სმარტფონებში. მაგნიტების წყალობით უზრუნველყოფილია დამტენი მოწყობილობისა და გაჯეტის ზუსტი ურთიერთგანლაგება, რაც ენერგიის მარაგის შევსების მაქსიმალური სიჩქარის გარანტიას იძლევა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.