Jump to content

ვისკის გაყალბებასთან ბრძოლა, ბიუჯეტის გამჭვირვალობის დონის გაზრდა და ბლოკჩეინთან დაკავშირებული სხვა ახალი ინიციატივები


Recommended Posts

image.png 

ბლოკჩეინის ტექნოლოგია რჩება ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ტენდენციად ფინანსურ, სამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებს შორის მთელს მსოფლიოში. გთავაზობთ მიმოხილვას ბოლოდროინდელი ყველაზე საინტერესო ინიციატივების შესახებ. 

ბრაზილია ახდენს ბლოკჩეინის ინტეგრაციას ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით 

ბრაზილიის ხელისუფლება ქმნის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პლატფორმას ბიუჯეტის ფინანსების მოძრაობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. ამის შესახებ პორტალი do Bitcoin იტყობინება. 

ბრაზილიის განვითარების ბანკის ბლოკჩეინის ინიციატივების ხელმძღვანელმა გლადსტონ არანტესმა განაცხადა, რომ Rede Brasil de Blockchain-ის დეველოპერებმა საბაზისო პლატფორმად აირჩიეს Hyperledger Besu 2.0 კონსენსუსის პროტოკოლის სისტემა. 

პროექტის ქსელი გამოიყენებს უფლებამოსილების დამადასტურებელი კონსენსუსის სისტემას. ხელისუფლება მთელი სახელმწიფო ხარჯების გადატანას Rede Brasil de Blockchain-ზე აპირებს. 

ვისკის მწარმოებელი ბლოკჩეინს გამოიყენებს ფალსიფიკაციასთან ბრძოლისთვის 

შოტლანდიური ვისკის მწარმოებელი The Whiskey Barrel ნერგავს ბლოკჩეინს, რათა გადაამოწმოს ერთ ალაოზე დამზადებული ალკოჰოლური სასმელების შეზღუდული კოლექციის, Glen Moray-ს ავთენტურობა. ინფორმაციას Decanter ავრცელებს. 

ტირაჟი წარმოდგენილია 152 ბოთლით, რომლის ღირებულება 350 ფუნტია (დაახლოებით 460 დოლარზე მეტი). კოლექციის ნაწილი წარმოდგენილია NFT-ების სახით, რომლებიც იმოქმედებენ, როგორც ციფრული სერთიფიკატები Solana-ს ბლოკჩეინზე. 

ვისკის თითოეულ ბოთლს მიენიჭა უნიკალური QR კოდი საჯარო რეესტრში ინფორმაციის წვდომისთვის, რათა შემცირებულიყო ყალბის შეძენის რისკი. კომპანიის მომხმარებლები ასევე მიიღებენ მონაცემებს მიწოდების ჯაჭვებისა და წარმოების პირობების შესახებ. 

Unilever ბლოკჩეინს გამოიყენებს პალმის ზეთის მიწოდების თვალყურის დევნებისთვის 

სურსათისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ბაზრებზე ერთ-ერთმა მსოფლიო ლიდერმა Unilever Corporation-მა კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფა SAP-ის შემქმნელთან ერთად წარმოადგინა საპილოტე ბლოკჩეინ-პროექტი GreenToken. 

ინიციატივა მიზნად ისახავს რეალურ დროში თვალყური ადევნოს მიწოდების ქსელებს, წარმოების პირობებს და პროდუქტის შემადგენლობას. კონცეფცია უკვე წარმატებით იქნა გამოცდილი ინდონეზიაში. 

შეფუთვაზე QR კოდის სკანირებით კომპანიები და მომხმარებლები შეძლებენ გაარკვიონ პროდუქტში პალმის ზეთის პროცენტული რაოდენობა და დარწმუნდნენ მის ეკოლოგიურ წარმომავლობაში. 

ჩინეთის სასამართლოები იწყებენ მტკიცებულებების მიღებას ბლოკჩეინზე 

ჩინეთის შიდა მონღოლეთისა და სიჩუანის პროვინციების სასამართლოებმა ბლოკჩეინის გამოყენებით ჩაწერილი მტკიცებულებების გამოყენება დაუშვეს. 

პირველ პრეცედენტებს შორის არის ბლოკჩეინ-ხელშეკრულების, როგორც საქმის მტკიცებულების, ოფიციალური ჩართვა საქმეში, რომლითაც პროტესტდებოდა შიდა მონღოლეთში სესხის ხელშეკრულება. 

სიჩუანში სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი მუსიკალური ნაწარმოების ქურდობისა და კომერციული მიზნებისთვის გამოყენების საქმეზე. საფუძვლად ასევე გამოყენებული იქნა მტკიცებულება ბლოკჩეინზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.