Jump to content

ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელი კრიპტოვალუტებსა და Stablecoin-ებში ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეს ხედავს


Recommended Posts

image.png 

კრიპტოვალუტები და Stablecoin-ები რისკებს უქმნის აშშ-ის ფინანსურ სისტემას და საჭიროებს ახალი კანონების შემუშავებას მათ დასარეგულირებლად. ამის შესახებ ფედერალური რეზერვების სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა - წერს Associated Press. 

„Stablecoin-ები, CBDC და ზოგადად ციფრული ფინანსები საჭიროებს ცვლილებებს არსებულ კანონებსა და რეგულაციებში ან სრულიად ახალი წესების შემუშავებას. [...] არსებობს პოტენციური ფინანსური სტაბილურობის პრობლემები ზოგიერთ პროდუქტთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება მათი ქცევა ბაზარზე არსებული სტრესის დროს“, - განაცხადა მან. 

მონეტარული ხელისუფლების ხელმძღვანელის თქმით წესები უნდა შეესაბამებოდეს „რაც საქმიანობაა, ისეთივე რეგულირების“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ტრადიციული საბანკო სისტემის გარეთ ტრანზაქციები უნდა დარეგულირდეს ისევე, როგორც ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები. 

პაუელის თქმით კრიპტოვალუტები გამოიყენებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონო ქმედებებისთვის. მისი აზრით ხელისუფლებებმა უნდა აღკვეთონ ეს, რათა ციფრული აქტივები ფართოდ გავრცელდეს. 

პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ყიდულობენ კრიპტოვალუტებს, „შეიძლება ვერ გააცნობიერონ პოტენციური ზარალის მასშტაბი“. ასევე, ასეთ ინვესტიციებს არ გააჩნია სახელმწიფო დაცვა ისე, როგორც ეს ხდება ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტებისა და სერვისების შემთხვევაში. 

Stablecoin-ებს რაც შეეხება, პაულემა აღნიშნა უსაფრთხოების ზომებისა და ემისიის მოცულობას შორის შეუსაბამობის რისკები. მან თქვა, რომ ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო დოლარის ციფრულ ვერსიაზე მუშაობა, მაგრამ გადაწყვეტილება მის გამოშვებაზე ჯერ არ არის მიღებული. 

შეგახსენებთ, რომ იანვარში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ წარმოადგინა ანგარიში CBDC-ის კვლევის შედეგების შესახებ. მარეგულირებელმა აღნიშნა, რომ სპეციალური ციფრული ფორმის გამოჩენა აშშ დოლარს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სტატუსი. 

9 მარტს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ფედერალური სააგენტოების კოორდინაციის შესახებ კრიპტოვალუტების რეგულირების კუთხით. დოკუმენტი ავალდებულებდა მარეგულირებლებს განეხილათ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობები, სარგებელი და რისკები. 

ადრე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში Stablecoin-ებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. სააგენტო Stablecoin-ებს მიიჩნევდა, როგორც საფრთხეს ინვესტორებისა და ბაზრის მთლიანობისთვის და ასევე მოითხოვა მკაცრი საკანონმდებლო შეზღუდვები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.