Jump to content

Glassnode-ის ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ Bitcoin-ის ფასის ცვალებადობის მოახლოებული ზრდის შესახებ


Recommended Posts

image.png 

არასტაბილურობისა და leverage-ის ზრდა დერივატივების ბაზარზე მიუთითებს Bitcoin-ის ფასის ცვალებადობის მკვეთრი ზრდის დაწყების ალბათობაზე. ასეთ დასკვნებამდე მივიდნენ Glassnode-ის ანალიტიკოსები. 

ვიწრო დიაპაზონში ვაჭრობის ფონზე ბოლო ორი თვის განმავლობაში სავარაუდო არასტაბილურობის დონემ Bitcoin-ოფციონების ბაზარზე გადააჭარბა 60%-70%-იან დიაპაზონს. ადრე ანალოგიური დინამიკა შეინიშნა 2021 წლის მაისში მომხდარი ვარდნის წინა დღეს, ასევე შორთების ლიკვიდაციისას ივლისსა და ოქტომბერში. 

image.png

წყარო: Glassnode. 

Bitcoin-ფიუჩერსების ბაზარზე ღია ინტერესმა მიაღწია პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციის 1.94%-ს. ადრე 2%-იანი ზღვრის გადალახვა განაპირობებდა leverage-ის მკვეთრ შემცირებას. 

ანალოგიური სურათი ჩამოყალიბდა უვადო კონტრაქტების ბაზარზე - „რისკის ზონაში“ შევიდა BTC-ის მთლიანი საბაზრო ღირებულების 1.28% OI. 

image.png

წყარო: Glassnode. 

ექსპერტების აზრით სპოტ ბაზარზე ყველაზე დიდი შესყიდვის აქტივობა კონცენტრირებულია აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე, ხოლო გამყიდველების ძირითადი ზეწოლა ამჟამად აზიაშია ფორმირებული. 

ამგვარი ტენდენციები 2020 წლიდან გამოჩნდა. დასავლელი ტრეიდერების რეაქცია ექსპერტებმა ახსნეს ფედერალური რეზერვების სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ულტრარბილი მონეტარული პოლიტიკით, რამაც გამოიწვია ფიატის შემსყიდველების რაოდენობის შემცირება. მათი აზიელი ოპონენტების გაყიდვების დომინირებიდან გამომდინარე მათ დაინახეს თავშეკავებული მოლოდინები COVID-19 პანდემიის გავლენისა და გრძელვადიანი ლიკვიდაციის გამო 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ბაზრის მწვერვალზე ყოფნის შემდეგ. 

მჟამად Onchain-ინდიკატორები შეესაბაება დათვურ ბაზარს. ახალი Bitcoin-მისამართები იზრდება დღე-ღამეში დაახლოებით 110 000-იანი ტემპით, რაც ზომიერ ზრდას დემონსტრირებს. მსგავსი ვითარებაა ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ: 14-დღიანი მოძრავი შუალედი იმყოფება 215 000-იან ნიშნულზე, რაც დამახასიათებელი იყო 2019-2020 წლებისთვის. 

image.png

წყარო: Glassnode. 

ამჟამად გაიზარდა მსხვილი ტრანზაქციების წილი ( 1 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტის) – 2021 წლისთვის დამახასიათებელი 50%-იდან ამჟამინდე 65%-70%-მდე. მთლიანი მოცულობის ინდიკატორის შემცირების ფონზე ეს ვითარება მიუთითებს დაცემის სცენარის ალბათობის განხორციელებაზე, გვაფრთხილებენ ექსპერტები. 

image.png

წყარო: Glassnode 

ჰოდლერების განკარგულებაში არსებული მოცულობა სტაგნაციას განიცდის ოქტომბერში ახალი რეკორდის დამყარების შემდეგ. ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გრძელვადიანი ინვესტორების მიერ Bitcoin-ების დაგროვებამ ბოლო პერიოდში დააბალანსა მათი დანახარჯები. 

image.png

წყარო: Glassnode. 

იანვარში ზრდა დაიწყო იმ მონეტების რაოდენობამ, რომელთა მეშვეობით ტრანზაქციები განხორციელებული იყო სამიდან ექვს თვემდე პერიოდში - ჰოდლერების კატეგორიაში გადასვლის პოტენციალი. ამ პერიოდში მაჩვენებელი გაიზარდა 480 000 BTC-ით, რაც რაოდენობრივად ახლოსაა 2020 წლის მარტში ვარდნის შემდეგ პერიოდში დაგროვებულ 510 000 BTC-თან. 

ამგვარი ტენდენციის შენარჩუნება მიუთითებს Bitcoin-ის მთლიანი მიწოდების ამ ნაწილის ფასების მგრძნობელობის შემცირებაზე. ხარებისთვის ამას კონსტრუქციული ხასიათი ექნება. 

image.png

წყარო: Glassnode. 

შეგახსენებთ, 22 მარტს Bitcoin-მა დააფიქსირა 43 000 აშშ დოლარიანი დონე. 

DeVere Group-ის ხელმძღვანელმა ნაიჯელ გრინმა მარტის განმავლობაში Bitcoin-ის 50 ათას აშშ დოლარამდე ზრდა ივარაუდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.