Jump to content

AMD-მ დაასახელა FSR 2.0 ტექნოლოგიით მხარდაჭერილი ვიდეო დაფები და თამაშებში ინტეგრაციისთვის საჭირო დრო


Recommended Posts

image.jpeg 

პორტალ GPUOpen-ზე გამოჩნდა ახალი დეტალები მასშტაბირების განახლებულ ტექნოლოგია  AMD FidelityFX Super Resolution 2.0-ის შესახებ. კომპანიამ გამოაქვეყნა მხარდაჭერილი გრაფიკული პროცესორების პირველადი ჩამონათვალი, ტექნოლოგიის მუშაობის რეჟიმები და სხვა დეტალები. 

image.png 

ფოტოს წყარო: AMD Community 

FSR 2.0 ტექნოლოგიის მოთხოვნები წარმადობის მიმართ კვლავ მაღალია, ტექნოლოგია კვლავ მხარდაჭერილია არა ყველაზე თანამედროვე სერიის ვიდეო დაფებში, არამედ ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე საშუალო და უფრო მაღალი სეგმენტის დაფებში. მაგალითად, 1080p გაფართოებისთვის რეკომენდებულია NVIDIA GeForce GTX 1070 ან Radeon RX 590. Xbox-თამაშების დეველოპერებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ტექნოლოგია. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია Ultra Performance-ის ხარისხის ოთხი დონე Quality-მდე. პირველ შემთხვევაში ტექნოლოგიას შეუძლია გამოსახულების ზომა ცხრაჯერ გაზარდოს - 640×360-დან 1080p გაფართოებამდე. 

image.jpeg 

წყარო: AMD, GPUOpen 

თამაშებთან FSR 2.0 ტექნოლოგიის ინტეგრაციაზე დახარჯულ დროს რაც შეეხება, კომპანია მიიჩნევს, რომ პროექტებს, რომლებშიც უკვე რეალიზებულია კონკურენტ ტექნოლოგია NVIDIA DLSS 2.x-ის მხარდაჭერა, დასჭირდებათ 3 დღე, Unreal Engine-ისთვის განკუთვნილი სპეციალური პლაგინიც შეამცირებს ინტეგრაციის დროს. ინტეგრაციისთვის საჭიროა 4 კვირა და მეტი, თუკი თამაშში არ არის ჩაშენებული რენდერინგისა და დისპლეიზე გამოსახულების ასახვის სხვადასხვა მხარდაჭერა, ასევე თუ არ გააჩნია მოძრაობის ვექტორების გამოკვლევის შესაძლებლობა. თუ ამგვარი შესაძლებლობები ხელმისაწვდომია, საჭირო იქნება დაახლოებით 2 კვირა TAA-ს მხარდაჭერის შესაბამისად. 

კომპანია ასევე მოკლედ ისაუბრა წარმადობაზე გავლენის შესახებ და გთავაზობთ დამატებით შედარებებს - შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 150 მბ მოცულობის მაღალი ხარისხის სურათები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.