Jump to content

AMD-მ წარადგინა გამოთვლების ამაჩქარებელი Instinct MI210 - არქიტექტურა CDNA 2 და 64 გბ HBM2E


Recommended Posts

კომპანია AMD-მ წარადგინა Instinct MI210 ამაჩქარებელი, რომელიც შექმნილია მაღალი ხარისხის გამოთვლით სისტემებში გამოსაყენებლად. სიახლე აღჭურვილია ერთი GPU-ით, რომელიც პირველ რიგში განსხვავდება ადრე წარმოდგენილი ფლაგმანური Instinct MI250-ისა და MI250X-ისგან. 

image.jpeg 

Instinct MI210 დაფუძნებულია CDNA 2 არქიტექტურის მქონე გრაფიკულ პროცესორზე, რომელიც Radeon ვიდეო დაფებში გეიმინგ RDNA 2-ისგან განსხვავებით გამიზნულია კონკრეტულად გამოთვლებზე. გამოყენებულია ჩიპი 104 გამომთვლელი ბლოკით, რომლებიც ფლობენ 6656 ნაკადურ პროცესორს. ჩიპის ერთ ფირფიტაზე განთავსებულია 64 გბ HBM2E მეხსიერება 4096-ბიტიანი ინტერფეისით და ECC მხარდაჭერით. მეხსიერების სიჩქარე 1.6 ტბ/წმ-ის ტოლია. 

image.jpeg 

ამაჩქარებელი დამზადებულია გაფართოების ბარათის ფორმატში PCIe 4.0 ინტერფეისით. დაფას აქვს ინტერფეისი Infinity Fabric ორი ან ოთხი დაფის გაერთიანებისთვის ერთი სისტემის ფარგლებში. Instinct MI210-ში დამატებითი კვებისთვის მოცემულია მხოლოდ ერთი 8-პინიანი კონექტორი, რომელიც მოიხმარს არაუმეტეს 225 ვატს. ამასთან TDP-ის დონე 300 ვატს შეადგენს. დაფას გააჩნია პასიური რადიატორი, რომლიც მეშვეობით სერვერის ქულერებმა ჰაერი უნდა გაატარონ. 

image.jpeg 

რაც შეეხება წარმადობას, AMD-ს განცხადებით Instinct MI210-ს მეტად მაღალი მაჩვენებლები აქვს. FP 32 და FP64 ვექტორულ ოპერაციებში სიჩქარე აღწევს 22.6 Tflops-ს, მატრიცულ FP32 და FP64 ოპერაციებში - 45.3 Tflops-ს. FP16 და bfloat16 ოპერაციებში წარმადობის დონე აღწევს 181 Tflops-ს, INT8-ში - 181-ს. AMD ასევე აცხადებს, რომ MI210 მნიშვნელოვნად აღემატება პირდაპირ კონკურენტ NVIDIA A100 40GB-ს მაღალი წარმადობის გამოთვლებში. 

image.jpeg 

AMD-მ განაცხადა, რომ Instinct MI210 ამაჩქარებლები უახლოეს თვეებში გამოჩნდება შემდეგი კომპანიების სისტემებში - ASUS, Colfax, Dell, Exxact, Gigabyte, HPE, KOI, Lenovo, Nor-Tech Supermicro და Penguin.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.