Jump to content

მაიკ ნოვოგრაცი Bitcoin-ს უწოდებს ხელისუფლების არაეფექტური ქმედებებისგან დაზღვევას


Recommended Posts

image.png 

Bitcoin არის ფიატის „შესანიშნავი“ ალტერნატივა იმ ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც არაეფექტური მონეტარული პოლიტიკა გააჩნიათ. ამის შესახებ კრიპტობანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ნოვოგრაცის თქმით, ფედერალური რეზერვების სისტემასა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს რომ შესძლებოდათ მზარდი ინფლაციის დაძლევა და ქვეყნის საგარეო ვალების დაფარვა, ამერიკელებს არ მოუწევდათ კრიპტოვალუტის ყიდვა. 

„თურქეთში რომ ცხოვრობდე, თავს უკიდურესად სულელად იგრძნობდი, მთელი შენი დანაზოგი ლირაში რომ შეგენახა. როდესაც ტარდება არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა - და არ დავმალავ, ჩვენი პოლიტიკა არ იყო საუკეთესო - Bitcoin საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს“ - განაცხადა მან. 

ნოვოგრაცმა ასევე აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა Bitcoin გამოყენებულ იქნას გადახდებისთვის. ის აქტივს განიხილავს, როგორც ღირებულების საცავს. 

მანამდე Bloomberg-თან ინტერვიუში მილიონერმა სანქციების ქვეშ რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვას „ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდა. მისი აზრით შეერთებული შტატების, ევროკავშირის და მათი მოკავშირეების ქმედებები აიძულებს მსოფლიოს - გადახედოს დამოკიდებულებას დოლარის მიმართ. 

„ეს ნიშნავს, რომ აშშ დოლარი ან სახაზინო ობლიგაციები, რომლებიც განიხილება რისკისგან თავისუფალ აქტივებად, არც თუ ისე რისკებისგან თავისუფალია. თქვენ რისკის ქვეშ ხართ, თუ რუსი ხართ ან შესაძლოა ჩინელი. ეს არ არის თქვენთვის უსაფრთხო“, - განმარტა მან. 

მისი თქმით, სამომავლოდ მონეტარული ხელისუფლება შეეცდება საკუთარი რეზერვების უზრუნველყოფას აქტივების კალათით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დოლარს, ოქროს და კრიპტოვალუტებს. 

Galaxy Digital-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის ზრდის ფონზე არ უნდა ველოდოთ Bitcoin-ის კოტირებების „აგრესიულ“ ზრდას. მიუხედავად ამისა, მილიონერი პროგნოზირებს, რომ ხუთი წლის შემდეგ ციფრული ოქრო 500 000 აშშ დოლარი ეღირება. 

იანვარში ნოვოგრაცმა ოქროს მხარდამჭერს და Bitcoin-ის სკეპტიკოს პიტერ შიფს შესთავაზა 1 მილიონი აშშ დოლარის ფსონის დადება Bitcoin-ის ფასზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.