Jump to content

Dell-მა გამოუშვა გეიმინგ მონიტორი G2723HN სიხშირით 165 ჰერცი


Recommended Posts

კომპანია Dell-მა დააანონსა გეიმინგ მონიტორი G2723HN Fast IPS მატრიცით, რომლის ზომა დიაგონალზე 27 დუიმია. პანელის გაფართოებაა Full HD - 1920 × 1080 პიქსელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell 

მოწყობილობაში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium, რომელიც განკუთვნილია გამოსახულების დინამიურობის დონის ამაღლებისა და კადრის დამახინჯების მოგვარებისთვის. გარდა ამისა, მონიტორი თავსებადია ტექნოლოგია NVIDIA G-Sync-თან. 

კადრის განახლების სიხშირე აღწევს 165 ჰერცს, რეაქციის დრო - 1 მილიწამს (GtG). უზრუნველყოფილია 99%-იანი sRGB ფერთა გამა. სიკაშკაშაღწევს 350 ნიტს, კონტრასტულობის მაჩვენებელია 1000:1. 

image.jpeg 

Dell ComfortView Plus ტექნოლოგიების ნაკრები ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხანგრძლივი გეიმინგ პროცესის დროს. გათვალისწინებულია სპეციალური გეიმერული რეჟიმების ნაკრები - სპორტული სიმულატორებისთვის, შუთერებისა და როლური თამაშებისთვის. 

აღჭურვილობაში შედის ინტერფეისი DisplayPort 1.2, ორი პორტი HDMI 2.0 და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მონიტორის ზომაა 611.6 × 183.19 × 454.08 მმ, წონა - 8.42 კგ. 

ამჟამად მონიტორის საორიენტაციო ფასი შეადგენს 300 აშშ დოლარს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.