Jump to content

შედგა Xiaomi 12-ის, 12 Pro-სა და 12X-ის გლობალური რელიზი - ფასი 700 ევროდან


Recommended Posts

გასული წლის დეკემბერში ჩინეთში შედგა სმარტფონების, Xiaomi 12-ისა და Xiaomi 12 Pro-ს, აგრეთვე Xiaomi 12X-ის დებიუტი. ამჯერად გაიმართა ამ მოწყობილობების პრეზენტაცია საერთაშორისო ბაზარზე: სმარტფონები ხელმისაწვდომი იქნება ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და სხვა რეგიონებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

უფროს მოდელ Xiaomi 12 Pro-ს აქვს პროცესორი Snapdragon 8 Gen 1 და 6.73-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით 3200 × 1440 პიქსელი. წინა მხარეს განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი კამერა, უკან - სამი მოდული 50 მპ გაფართოებით. კვებას უზრუნველყოფს 4600 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი 120-ვატიანი და უსადენო 50-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. სმარტფონის ფასი იქნება 1000 $/1000 ევროდან - ეს არის ვერსია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ ფლეშ მეხსიერებით. 

image.jpeg 

ერთი დონით ქვემოთ პოზიციონირებს Xiaomi 12. მას აქვს ჩიპი Snapdragon 8 Gen 1 და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2400 × 1080 პიქსელი. სელფი-კამერა 32-მეგაპიქსელიანია, უკანა სამმოდულიან კამერაში მოცემულია 50, 13 და 5-მეგაპიქსელიანი სენსორები. 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს 67-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. 8/128 გბ მეხსიერების მქონე მოდელის ფასი იწყება 750 $/800 ევროდან.  

image.jpeg 

და ბოლოს, მოდელ Xiaomi 12X-ს აქვს პროცესორი Snapdragon 870 და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2400 × 1080 პიქსელი. კამერების სისტემა Xiaomi 12-ის მსგავსია. 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს 67-ვატიანი დამუხტვა. 8/128 გბ მეხსიერების მქონე მოდიფიკაციის ფასი იწყება 650 $/700 ევროდან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.