Jump to content

AMD 17 მარტს წარადგენს მასშტაბირების ტექნოლოგია FidelityFX Super Resolution 2.0-ს


Recommended Posts

კომპანია AMD მასშტაბირების ტექნოლოგია FSR 2.0-ის (FidelityFX Super Resolution) ახალ ვერსიას 17 მარტს წარადგენს. ინფორმაცია დასტურდება AMD-ის სარეკლამო მასალებით, რომლებიც პორტალ VideoCardz-ის განკარგულებაში აღმოჩნდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

აღინიშნება, რომ FSR 2.0 უზრუნველყოფს უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებას ყველანაირი პარამეტრისა და გაფართოების პირობებში. FSR 2.0 ვერსიაში მოსალოდნელია სივრცითი მასშტაბირებიდან დროში მასშტაბირებაზე გადასვლა ისევე, როგორც NVIDIA DLSS-ის შემთხვევაში. AMD-მ აგრეთვე განახორციელა ხარვეზების მოგვარების ალგორითმების ოპტიმიზაცია. ორი ტექნოლოგიის შერწყმის შედეგად FSR 2.0-ის მუშაობის შედეგი უფრო მეტად ხარისხიანი იქნება. წყარო აცხადებს, რომ ფლობს რამდენიმე ფოტოს, რომლებზეც შედარებულია FSR 1.0 და FSR 2.0 ტექნოლოგიების შედეგები, თუმცა რესურსს ჯერჯერობით არ შეუძლია ამ ფოტოების გაზიარება. 

image.png 

FSR 2.0 ტექნოლოგიის ფუნქციონირებისთვის Radeon ვიდეო დაფებში GPU-ის შემადგენლობაში არ არის საჭირო სპეციალური მანქანური სწავლების ბირთვის არსებობა. თუმცა AMD არსებულ მასალებში არ უთითებს, კონკრეტულად რომელ ვიდეო დაფებს ექნება ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მეორე მხრივ, კომპანია აცხადებს, რომ ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად მხარდაჭერილ თამაშებში ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი წარმადობა FSR 1.0 ვერსიასთან შედარებით. 

image.jpeg 

AMD ასევე აცხადებს, რომ 17 მარტს შედგება ტექნოლოგია Radeon Super Resolution-ის (RSR) რელიზი - ეს გახლავთ FSR-ის ანალოგი, თუმცა რეალიზდება ვიდეო დაფების დრაივერების დონეზე. თამაშებში ტექნოლოგიის გამოყენება არ საჭიროებს დეველოპერების ჩარევას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, RSR იმუშავებს ყველა თამაშთან, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად. თუმცა ტექნოლოგია მხარდაჭერილი იქნება მხოლოდ Radeon RX 5000 სერიის და უფრო ახალ ვიდეო დაფებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.