Jump to content

SoftBank და Naver Corporation აამოქმედებენ NFT-მარკეტფლეისს


Recommended Posts

image.png 

იაპონური ჰოლდინგი Z Holdings, რომელიც SoftBank-სა და Naver Corporation-ს ეკუთვნის, გეგმავს NFT სავაჭრო პლატფორმის გაშვებას. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. 

SoftBank-ის ერთ-ერთი ტოპ მენეჯერის თქმით მარკეტფლეისი მუშაობას 2022 წლის გაზაფხულზე ერთდროულად 180 ქვეყანაში დაიწყებს. 

Z Holdings ფლობს ინტერნეტ-კომპანია Yahoo Japan-ს, იაპონიაში უმსხვილეს მესენჯერ Line-ს და მობილური გადახდების სერვის PayPay-ს. 

ჰოლდინგში აღნიშნეს, რომ განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ისინი ყურადღებას მიაქცევენ Web 3.0-ის მიმართულებას. ეს ტერმინი მოიცავს ბლოკჩეინ-აპლიკაციების მზარდ სიას, როგორიცაა კრიპტო ბირჟები, DeFi სერვისები და NFT ბაზრები. 

„შესაძლოა Web 3.0 იყოს სამყაროს საწინდარი, სადაც ცხოვრება ძალიან განსხვავებული იქნება და ჩვენ არ გვინდა, რომ კომპანიამ გამოტოვოს ზრდის უზარმაზარი შესაძლებლობა. ჩვენ ყოყმანის გარეშე წავალთ გარიგებაზე ზრდის მიზნით“ - განაცხადა Z Holdings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კენტარო კავაბემ. 

ჰოლდინგის მფლობელები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ინდუსტრიაში. SoftBank-მა მხარი დაუჭირა პროექტებს, როგორიცაა Mercado Bitcoin Exchange, Sorare NFT პლატფორმა, ინფრასტრუქტურის სტარტაპი Blockdaemon და მისი პარტნიორი Naver, Zepeto metaverse-ის დეველოპერი. 

2021 წელს საინფორმაციო მედიამ განაცხადა, რომ Naver აწარმოებდა მოლაპარაკებებს მსხვილი კორეული კრიპტობირჟა Bithumb-ის წილის შეძენასთან დაკავშირებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.