Jump to content

Samsung ამზადებს ბრენდის პირველ დაცულ სმარტფონს 5G მხარდაჭერით


Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროები აცხადებენ, რომ კომპანია Samsung მიმდინარე წელს წარადგენს მაღალი გამძლეობის ახალ სმარტფონს Xcover სერიაში. მოწყობილობის ანონსი ზაფხულშია მოსალოდნელი. 

image.jpeg 

ფოტოებზე: Galaxy XCover 5 / ფოტოს წყარო: Samsung 

როგორც რესურსი SamMobile აცხადებს, მოწყობილობის კოდური დასახელებაა SM-G736B. კომერციულ ბაზარზე იგი გამოვა სახელით - Galaxy Xcover Pro 2. ეს იქნება Xcover სერიის პირველი სმარტფონი 5G მხარდაჭერით. 

სმარტფონი დაცული იქნება წყლისა და მტვრისგან, მტკიცე კორპუსი კი დარტყმაგამძლე იქნება. ასევე საუბარია მოხსნადი ბატარეის არსებობაზე, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს სწრაფად შეცვალოს ელემენტი საველე პირობებში. 

image.jpeg 

გამოითქვა მოსაზრება, რომ მოწყობილობას საფუძვლად დაედება საფირმო პროცესორი Exynos 1280. არაოფიციალური მონაცემებით პროგრამულ უზრუნველყოფად გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android 12. 

ფიზიკური გამძლეობის პარალელურად უზრუნველყოფილი იქნება ქმედითუნარიანობის ხანგრძლივი ვადა. სმარტფონს აქვს კონფიდენციალური კორპორატიული მონაცემების საიმედო დაცვა. და ბოლოს, რეალიზებული იქნება სპეციალური ფუნქციები, რომლებიც მფლობელებს სამუშაო პროცესში დაეხმარება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.