Jump to content

NVIDIA GeForce GTX 1060 ყველაზე პოპულარულ ვიდეო დაფად რჩება Steam-ზე და მისი წილი კიდევ იზრდება


Recommended Posts

2016 წლის ივლისში 249 აშშ დოლარად გამოსული ვიდეო დაფა NVIDIA GeForce GTX 1060 მიმდინარე წლის თებერვლის შეჯამებით ყველაზე პოპულარულია Steam-ის მომხმარებლებს შორის. ბოლო თვეში მან რამდენიმე პოზიცია წაართვა სხვა, უფრო თანამედროვე მოდელებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: nvidia.com 

GeForce GTX 1060 ყველაზე პოპულარული იყო 2018 წლის მარტში, იმ დროს მან Steam-ის მომხმარებლებს შორის 13.62% წილი დაიკავა. მისი პოზიციები კვლავ მტკიცეა, თუმცა დაშორება ცოტა შემცირდა - ამჟამად მისი წილი 7.99%-ია. აღსანიშნავია, რომ იანვართან შედარებით მისი მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა ეს შესაძლოა სტატისტიკურ ცდომილებას წარმოადგენდეს. NVIDIA GeForce GTX/RTX xx60 სერიის ამაჩქარებლები ტრადიციულად ლიდერობენ გეიმინგ პლატფორმის რეიტინგებში, რაც აშკარად ჩანს ქვემოთ მოცემულ ცხრილში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: tomshardware.com 

შეგახსენებთ, GeForce RTX 3060-ის რელიზი გასული წლის თებერვალში შედგა, ამიტომ აგვისტოში ვიდეო დაფა ბაზარზე უკვე ნახევარი წელია იმყოფებოდა. როგორც 2022 წლის იანვრისა და თებერვლის შედეგებიდან ჩანს, მოდელი RTX 3060 ნელა, მაგრამ დამაჯერებლად ზრდის წილს, ასეთივე ტენდენციას აფიქსირებს GeForce RTX 2060 და GTX 1060, თუმცა ამ შემთხვევებშიც შედეგები შესაძლოა სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მახასიათებლებთან იყოს დაკავშირებული - Valve ტრადიციულად არ აზიარებს შესაბამის დეტალებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: store.steampowered.com 

GeForce GTX 1060-ის პოპულარობა შეიძლება გამოწვეული იყოს მთელი რიგი ფაქტორებით: მა ყიდულობენ გეიმინგ კლუბები, GPU-ების ბაზარზე არსებული ვითარების გამო კი ბევრი მომხმარებელი არ ჩქარობს კომპიუტერების კონფიგურაციის განახლებას. მოდელი ასევე პოპულარულია მეორად ბაზარზე: მისი ფასისა და ხარისხის შეფარდება საუკეთესოა - დაბალი ღირებულების ფონზე იგი ჯერ კიდევ აქტუალურად ითვლება. ასევე საინტერესოა მობილური ვერსიის GeForce RTX 3060 დაფის წილის ზრდის ტენდენცია: დასაშვებია ვარაუდი, რომ დესკტოპ ვიდეო დაფების დეფიციტის გამო ბევრმა გეიმერმა ლეპტოპებზე გადასვლა გადაწყვიტა. თებერვლის შეჯამებით Steam-ის 1.92-მა პროცენტმა აირჩია GeForce RTX 3060-ის დესკტოპ ვერსია, 2.35-მა პროცენტმა კი უპირატესობა მობილურ ვერსიას მიანიჭა. 

სხვა მახასიათებლებიდან უნდა აღინიშნოს, რომ ოპერატიული მეხსიერების ყველაზე პოპულარული მოცულობაა 16 გბ (50%), მეორე ადგილზე კონფიგურაციები 8 გბ მეხსიერებით (25%). გარდა ამისა, სტაბილურ ზრდას აფიქსირებს Windows 11: ბოლო თვეში ახალმა ოპერაციულმა სისტემამ 2%-ზე მეტი მოიპოვა და მიაღწია 15.95%-ს, Windows 10-მა დაკარგა 2% და გაჩერდა 75.89%-იან ნიშნულზე. CPU-ს მხრივ კი ცვილებები არანაირია: Intel, ისევე როგორც ერთი თვით ადრე, იკავებს 68.9%-ს Steam-ის სტატისტიკაში, AMD-ის წილზე კი მოდის დანარჩენი 31.1%. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.