Jump to content

ჩინეთში გამოჩნდა ვიდეო დაფები Ethereum-ის მაინინგისთვის მობილური პროცესორების ბაზაზე


Recommended Posts

image.png 

ჩინეთში პოპულარულ პლატფორმა Goofish-ზე გამოჩნდა custom ვიდეო დაფები, რომლებიც საშუალებას იძლევა მფლობელმა გვერდი აუაროს Nvidia-ს მაინინგ-შემზღუდველს მობილური პროცესორის ხარჯზე.  

მოწყობილობას საფუძვლად უდევს GeForce RTX 3060 Mobile-ის გრაფიკული პროცესორი GA106, რომელიც ლეპტოპებში გამოიყენება. იგი არ ექვემდებარება ჰეშრეითის დაბლოკვა Lite Hash Rate-ს (LHR), აქვს 30-ნაკადიანი მულტიპროცესორები და ავლენს დაახლოებით 50 MH/s წარმადობას Ethereum-ის მაინინგში. 

image.png

წყარო: cnBeta. 

ერთ-ერთ განცხადებაში გაყიდვაში გამოტანილია ცხრა ასეთი მოდელისგან აწყობილი ფერმა, რომლის ჯამური წარმადობაა 240 MH/s 910 ვატი ენერგომოხმარების პირობებში. 

image.png

წყარო: cnBeta. 

გაგრილების სისტემა შედგება სპილენძის ორი სითბური მილისა და ორი ვენტილატორისგან წარწერით - Nvidia. 

image.jpeg

წყარო: cnBeta. 

ვინ და როგორ აწარმოებს ამ ვიდეო დაფებს, უცნობია, რადგანაც მოწყობილობებს მარკირება არ აქვს. მათი ფასი 545-დან 570 აშშ დოლარამდე მერყეობს. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ custom GPU-ები პოტენციურად შესაძლებელია გეიმერებმაც გამოიყენონ - ვიდეო დაფებს აქვს HDMI პორტი, მობილური ჩიპი GA106 კი ფლობს უფრო მეტ CUDA ბირთვს, ვიდრე დესკტოპ ვარიანტი. თუმცა მათი წარმადობა გეიმინგში მაღალი არ არის მეხსიერების მცირე მოცულობისა (6 გბ GDDR6) და TDP-ის დაბალი დონის გამო.  

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში Nvidia-მ გამოუშვა RTX 3000 ვიდეო დაფების განახლებული LHR ხაზი, რომელთათვის გაანახევრა მოწყობილობების სიმძლავრე Ethereum-ის მაინინგის დროს. კომპანია ამრიგად გეგმავდა GPU-ების ორიენტირებას გეიმერების მოთხოვნებზე. 

თუმცა მოგვიანებით მაინერებმა შეძლეს ვიდეო დაფებისთვის 70%-მდე პირვანდელი წარმადობის დაბრუნება და ბლოკირებისთვის გვერდის ავლა ერთდროულად ორი ციფრული ვალუტის მოპოვების მეშვეობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.