Magdalena Posted March 10, 2022 Share Posted March 10, 2022 საწყისი საფასო კატეგორიის სმარტფონი Samsung Galaxy A12 აღმოჩნდა ყველაზე მოთხოვნადი Android-მოდელი გასული წლის შეჯამებით. ამის შესახებ მეტყველებს კომპანია Counterpoint Research-ის გაყიდვების სტატისტიკა - აცხადებს Androidcentral. Galaxy A12 დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩრდილო ამერიკაში, ლათინურ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში. იგი შესაძლოა არ იყოს Samsung-ის საუკეთესო დაბალბიუჯეტური Android-სმარტფონი, თუმცა მას აქვს დიდი მოცულობის ბატარეა და პროგრამული უზრუნველყოფის უფრო ხანგრძლივი მხარდაჭერა კონკურენტებთან შედარებით. Counterpoint Research-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისი შემცვლელი Galaxy A13 5G არანაკლებ მოთხოვნადი იქნება. Galaxy A12-ზე მოდიოდა 2021 წელს მსოფლიოში ყველა გაყიდული სმარტფონის 2% წილი. iPhone-ების გათვალისწინებით მან მე-6 ადგილი დაიკავა. Apple-მა ტოპ 10-ში შვიდი ადგილი დაიკავა, ხოლო iPhone 12 ლიდერობს 2.9%-ით. iPhone 12-ზე, 12 Pro Max-სა და iPhone 13-ზე მოდიოდა Apple-ის ყველა გაყიდული სმარტფონის 41%-იანი წილი. https://tinyurl.com/mpm9h9hk Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted March 10, 2022 Share Posted March 10, 2022 მაგარი ნერვები უნდა გქონდეს ყოველდღე რო ა12-ს იყენებდე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.