Jump to content

TSMC-იმ შესაძლოა მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი კვარტლით ადრე დანერგოს


Recommended Posts

ტაივანური კომპანია TSMC ირწმუნებოდა, რომ პირველი 3-ნანომეტრიანი პროდუქციის სერიულ წარმოებას 2022 წლის მეორე ნახევარში აითვისებდა, თუმცა მალევე დაიწყო ტექნოპროცესის მეორე თაობაზე მუშაობა, რომლის სახელწოდებაა N3E. მისი სერიული წარმოება 2023 წლის მესამე კვარტალში უნდა დაწყებულიყო და შემოეთავაზებინა წლიური პროდუქციის უფრო მეტი მოცულობის გამოშვება. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ტექნოპროცესი N3E დაგეგმილზე ერთი კვარტლით ადრე გახდება ხელმისაწვდომი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TSMC 

ამ სიახლეზე საუბრის საფუძველს იძლევა Morgan Stanley-ს ანალიტიკურ ჩანაწერებში ერთ-ერთი ცნობილი ტაივანელი ტექნობლოგერის მიერ გამოქვეყნებული ცნობები. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ წლიური პროდუქციის გამოსვლა N3E ტექნოპროცესის მეშვეობით გაუმჯობესდება და მისი მასიურ წარმოებაში დანერგვა 2023 წლის მეორე კვარტალში იქნება შესაძლებელი. 

თავდაპირველად N3E ტექნოპროცესი ითვალისწინებდა EUV ლითოგრაფიის გამოყენებით წარმოებული ფენების რაოდენობის ოთხი ერთეულით შემცირებას N3B ტექნოპროცესთან შედარებით,ომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება. ასეთი ნაბიჯი გაამარტივებს კომპონენტების წარმოებას, თუმცა აიძულებს TSMC-ის დამკვეთებს, შეწირონ შესაბამისი პროდუქტების ზოგიერთი მახასიათებელი. წყარო იუწყება, რომ ტრანზისტორების სიმკვრივე N3E ტექნოპროცესში მცირდება მხოლოდ 8%-ით N3B-სთან შედარებით. 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესთან შედარებით ის მაინც 60%-ით მაღალია და ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა სამომხმარებლო თვალსაზრისით. 

რაოფიციალური წყაროები ამ დრომდე TSMC-ის პირველი თაობის 3-ნანომეტრიანი პროდუქციის პოტენციურ მომხმარებლებად მოიხსენიებდნენ ძირითადად Apple-ს, Qualcomm-სა და Intel-ს, ზოგჯერ კი - AMD-ს, NVIDIA-ს და MediaTek-ს. არ არის გამორიცხული, რომ ბოლო სამი კომპანია უპირატესობას მიანიჭებს დაელოდოს N3E ტექნოპროცესის ათვისებას. კვარტალურ კონფერენციაზე TSMC-ის წარმომადგენლებმა ერთხელ განაცხადეს, რომ კომპანია პირველი 3-ნანომეტრიანი პროდუქციის დამკვეთებისთვის მიწოდების შედეგად შემოსავლის მიღებას მხოლოდ 2023 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს. რეალურად, N3B და N3E ტექნოპროცესები დროში არ გაიწელება ისე, როგორც თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. ახალი ვერსიის ტექნოლოგიის უპირატესობები სარგებლობას სავარაუდოდ TSMC-ის ბევრი მომხმარებელი მოისურვებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.