Magdalena Posted March 4, 2022 Share Posted March 4, 2022 კომპანია GIGABYTE უშვებს AERO 16 სერიის 16-დუიმიანი ლეპტოპების ოთხ მოდელს დეველოპერებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის მე-12 თაობის Core პროცესორებით. AERO 16 - ეს არის 16-დუიმიანი ლეპტოპი Core i9-12900HK ან Core i7-12700H პროცესორით. მისი კორპუსი დამზადებულია ალუმინის შენადნობით და აქვს წვრილი ჩარჩო ოთხივე მხრიდან, რის შედეგად უზრუნველყოფილია ეკრანის ისეთივე ფართობი, როგორც წინა AERO 15 სერიის 16-დუიმიან პანელებში. ყველა მოდელს აქვს 16-დუიმიანი OLED-პანელი 3840 x 2400 პიქსელი გაფართოებით, 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამითა და DisplayHDR 500 TRUE BLACK-თან თავსებადობით. AERO 16 YE5-94JP948HP მოდელს აქვს პროცესორი Core i9-12900HK, 32GB DDR5 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3080 Ti Laptop, 1ტბ+1ტბ SSD (PCIe 4.0) და Windows 11 Pro. იგი გაყიდვაში გამოვა მარტის დასაწყისში და, როგორც მოსალოდნელია, გაიყიდება დაახლოებით 5300 აშშ დოლარად. AERO 16 XE5-73JP938HP მოდელს აქვს Core i7-12700H პროცესორი, 16 გბ DDR5 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3070 Ti Laptop, 1ტბ+1ტბ SSD (PCIe 4.0) და Windows 11 Pro. იგი გაიყიდება მარტის ბოლოდან დაახლოებით 3600 აშშ დოლარად. AERO 16 XE4-73JP914HH მოდელი აღჭურვილია Core i7-12700H პროცესორით, აქვს 16 გბ DDR4 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3070 Ti, 1 ტბ SSD (PCIe 4.0 ინტერფეისით) და ოპერაციული სისტემა Windows 11 Home. მისი საცალო ფასი დაახლოებით 3300 აშშ დოლარს შეადგენს. AERO 16 KE4-72JP914HP მოდელს აქვს Core i7-12700H პროცესორი, 16 გბ DDR4 მეხსიერება, ვიდეო დაფა GeForce RTX 3060 Laptop, 1 ტბ SSD (PCIe 4.0), Windows 11 Pro. იგი მარტის ბოლოს გამოვა და საცალო ფასი იქნება დაახლოებით 286 000 იენი. ყველა ლეპტოპის ზომაა 356 x 248.5 x 22.4 მმ, წონა - 2.3 კ, ბატარეის მოცულობა - 99 ვტ/სთ. https://tinyurl.com/yckryn9p Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.