Jump to content

Bank of America-ს ანალიტიკოსები ვერ ხედავენ მასშტაბური „კრიპტოზამთრის“ წინაპირობებს


Recommended Posts

image.png 

კერძო და საბირჟო საფულეებს შორის კრიპტოვალუტების გადაადგილების დინამიკა მიუთითებს ინვესტორების გარკვეულობის ნაკლებობაზე ციფრული აქტივების ბაზარზე მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს CoinDesk Bank of America-ს (BofA) ანგარიშზე დაყრდნობით. 

ანალიტიკოსების აზრით ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური ფაქტორების გამკაცრება შეზღუდავს კრიპტოვალუტების ზრდას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. თუმცა, BofA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ახალი „კრიპტოზამთრის“ დასაწყისი, რადგან მომხმარებლების მიერ ციფრული აქტივების მიღების დონე და დეველოპერების აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ბირჟებიდან Bitcoin-ების დაფიქსირებული გადინება გამყიდველების იმპულსის ამოწურვაზე მიუთითებს. ამავდროულად, Ethereum-ის შემოდინება ამ პლატფორმების მისამართებზე შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურ ზეწოლაზე კაპიტალიზაციის მხრივ მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის ფასზე - განაცხადა BofA-მ. 

მოხსენების თანახმად ბირჟებზე Stablecoin-ების შემოდინება ზედიზედ მეორე კვირაა სუსტდება. გასული კვირის შედეგებით წინა შვიდდღიან პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 99%-ით შემცირდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორები არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას არსებულ გარემოში. 

ბანკმა დაამატა, რომ ციფრული აქტივების ბაზრისთვის გაძნელდება მიმდინარე ფასების დიაპაზონიდან გასვლა, სანამ შესაძლო რეცესიის შიშები არ შემცირდება 

Glassnode-ის მონაცემებით გასული კვირის განმავლობაში Bitcoin-ის საბირჟო ბალანსები გაიზარდა 83.9 მილიონი აშშ დოლარით, Ethereum-ისა 362.5, USDT-ს კი - 261.2 მლნ აშშ დოლარით. 

Grayscale Investments-ის ანალიტიკოსებმა შეაფასეს კრიპტობაზრის პერსპექტივები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. სპეციალისტების თქმით ტრეიდერებს შორის ჭარბობს დათვური განწყობა, თუმცა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის წარმოქმნილი არასტაბილურობა შესაძლოა შესყიდვისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენდეს. 

შეგახსენებთ, რომ FTX კრიპტოვალუტის ბირჟის ხელმძღვანელმა, სემ ნკმენ-ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით ციფრულ ოქროზე მოთხოვნა გაიზრდება აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ომსა და ეროვნული ვალუტების გაუფასურებასთან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.