Magdalena Posted March 3, 2022 Share Posted March 3, 2022 კერძო და საბირჟო საფულეებს შორის კრიპტოვალუტების გადაადგილების დინამიკა მიუთითებს ინვესტორების გარკვეულობის ნაკლებობაზე ციფრული აქტივების ბაზარზე მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს CoinDesk Bank of America-ს (BofA) ანგარიშზე დაყრდნობით. ანალიტიკოსების აზრით ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური ფაქტორების გამკაცრება შეზღუდავს კრიპტოვალუტების ზრდას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. თუმცა, BofA-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ახალი „კრიპტოზამთრის“ დასაწყისი, რადგან მომხმარებლების მიერ ციფრული აქტივების მიღების დონე და დეველოპერების აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ბირჟებიდან Bitcoin-ების დაფიქსირებული გადინება გამყიდველების იმპულსის ამოწურვაზე მიუთითებს. ამავდროულად, Ethereum-ის შემოდინება ამ პლატფორმების მისამართებზე შეიძლება მიუთითებდეს პოტენციურ ზეწოლაზე კაპიტალიზაციის მხრივ მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის ფასზე - განაცხადა BofA-მ. მოხსენების თანახმად ბირჟებზე Stablecoin-ების შემოდინება ზედიზედ მეორე კვირაა სუსტდება. გასული კვირის შედეგებით წინა შვიდდღიან პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 99%-ით შემცირდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორები არ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას არსებულ გარემოში. ბანკმა დაამატა, რომ ციფრული აქტივების ბაზრისთვის გაძნელდება მიმდინარე ფასების დიაპაზონიდან გასვლა, სანამ შესაძლო რეცესიის შიშები არ შემცირდება Glassnode-ის მონაცემებით გასული კვირის განმავლობაში Bitcoin-ის საბირჟო ბალანსები გაიზარდა 83.9 მილიონი აშშ დოლარით, Ethereum-ისა – 362.5, USDT-ს კი - 261.2 მლნ აშშ დოლარით. Grayscale Investments-ის ანალიტიკოსებმა შეაფასეს კრიპტობაზრის პერსპექტივები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. სპეციალისტების თქმით ტრეიდერებს შორის ჭარბობს დათვური განწყობა, თუმცა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის წარმოქმნილი არასტაბილურობა შესაძლოა შესყიდვისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენდეს. შეგახსენებთ, რომ FTX კრიპტოვალუტის ბირჟის ხელმძღვანელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით ციფრულ ოქროზე მოთხოვნა გაიზრდება აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური არასტაბილურობის ფონზე, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ომსა და ეროვნული ვალუტების გაუფასურებასთან. https://tinyurl.com/3c5tdxa7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.