Jump to content

გასულ კვარტალში ვიდეო დაფების რეალიზაციის საშუალო ფასმა 1031 აშშ დოლარი შეადგინა


Recommended Posts

რესურს 3DCenter.de-ს წარმომადგენლებმა სააგენტო Jon Peddie Research-ის სტატისტიკა საკუთარი ანალიტიკური გამოთვლებით შეავსეს. მეოთხე კვარტალში AMD-ისა და NVIDIA-ს პარტნიორებმა ერთობლივად გაყიდეს 13.1 მილიონი ვიდეო დაფა ღირებულებით 13.5 მლრდ აშშ დოლარი. რაოდენობრივ გამოხატულებაში AMD აკონტროლებდა ბაზრის 23%-ს, NVIDIA კი - 77%-ს, თუმცა პირველი მათგანის პოზიციის გამყარების ტენდენცია 2020 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ შეინიშნება. 

image.png 

ფოტოს წყარო: 3DCenter 

მეოთხე კვარტალში NVIDIA-მ დესკტოპ ვიდეო დაფების მიწოდების მოცულობა გაზარდა მხოლოდ 0.5%-ით იმ დროს, როდესაც AMD-მ შეძლო მიწოდების გაზრდა 12.4%-ით. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელს ჰქონდა დიდი რეზერვები ასეთი ნაბიჯისთვის, ხოლო NVIDIA მუშაობდა თავისი შესაძლებლობების ზღვარზე. მეოთხე კვარტალში გაგზავნილი ვიდეო დაფების საერთო რაოდენობა 3%-ით, ხოლო წლიურად 29.5%-ით გაიზარდა. 

გერმანელმა სპეციალისტებმა არა მხოლოდ განსაზღვრეს, რომ ვიდეო დაფების რეალიზაციის საშუალო ფასმა მეოთხე კვარტალში 1031 აშშ დოლარს მიაღწია, არამედ ივარაუდეს, რომ კრიპტოვალუტების ბუმმა ვიდეო დაფების გაყიდვების მოცულობა დაახლოებით 3 მილიონი ერთეულით გაზარდა ნორმალური დონიდან. მოთხოვნა ჯერ კიდევ ვერ კმაყოფილდება სრულად და მისი გაჯერებისთვის კიდევ არაერთი კვარტალია საჭირო, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი მაინერებმა რომ შეამცირონ გეიმინგ ვიდეო დაფების შეძენის საჭიროება, ბაზარი მომენტალურად არ დასტაბილურდება. სხვათა შორის, საშუალო ფასი 1031 აშშ დოლარი სულაც არ არის ყველაზე მაღალი უახლოესი ხუთი კვარტლის რეტროსპექტივაში. მანამდე მას უკვე მიუღწევია 1077 და 1051 აშშ დოლარისთვის, ასე რომ ბოლო კვარტალში გარკვეული კლებაც კი დაფიქსირდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.