Jump to content

Samsung Galaxy Book2 Pro-ს დისკრეტული ვიდეო დაფა Intel Arc Alchemist ექნება


Recommended Posts

კომპანია Samsung ემზადება გამოფენა MWC 2022-ზე Galaxy Book2 Pro სერიის ლეპტოპების წარდგენისთვის, რომლებიც დამყარებული Intel-ის ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებზე. ულტრათხელ და მსუბუქ, 13.3 და 15.6-დუიმიან ლეპტოპებს ექნება 21 საათამდე გაზრდილი ავტონომიური მუშაობის რესურსი. ინფორმაცია მობილური კომპიუტერების შესახებ ანონსის წინ გამოაქვეყნა რესურს 91 Mobiles-მა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: 91mobiles.com 

Samsung-ის ახალი ლეპტოპები დამზადებულია უახლეს პლატფორმა Intel EVO-ზე, რომელშიც წარმოდგენილია Alder Lake პროცესორები და დისკრეტული გრაფიკა Iris Xe. უფროს, 15.6-დუიმიან მოდელსაც დისკრეტული გრაფიკული ადაპტერი Arc Alchemist აქვს. ეს პრივილეგია გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა უმნიშვნელოს: ცალკე ვიდეო დაფას გააჩნია გაგრილების დამატებითი სისტემა, ამიტომ ლეპტოპის წონა 1.11-დან 1.17 კგ-მდე იზრდება. 

Samsung Galaxy Book2 Pro სერიის ლეპტოპებს აქვს 5G და Wi-Fi 6E უახლესი სტანდარტების მხარდაჭერა. კვების მიწოდება ხდება 65-ვატიანი USB Type-C ინტერფეისის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეპტოპს არ სჭირდება დიდი ზომის ადაპტერი.  

image.jpeg 

Book2 Pro-სთან ერთად კორეულმა კომპანიამ უნდა წარადგინოს მოდელი Galaxy Book Pro 360 - ტრანსფორმერი ლეპტოპი მბრუნავი სენსორული ეკრანით. მოწყობილობების დეტალური მახასიათებლები ანონსის შემდეგ გახდება ცნობილი. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.