Jump to content

ნიუ-იორკში გამოჩნდა პირველი მოწყობილობა NFT-ის ფიატზე გაყიდვისთვის


Recommended Posts

image.png 

Solana-ს ბაზაზე მოქმედმა NFT-მარკეტფლეის Neon-მა ნიუ-იორკში უოლ-სტრიტთან ახლოს განათავსა ვენდინგ-ავტომატი NFT-ის გაყიდვისთვის. ტოკენების შეძენისთვის კრიპტოვალუტა არ არის საჭირო - მომხმარებლებს შეუძლიათ ღირებულება გადაიხადონ დოლარით, საბანკო ბარათებით. 

ნგარიშსწორების შემდეგ მოწყობილობა გასცემს ფიზიკურ ბარათს QR-კოდით, რომელიც შემდეგ მომხმარებელმა უნდა დაასკანეროს აპლიკაციაში. ამგვარად მიიღებს იგი NFT-ის არჩეული კოლექციიდან. 

ტრანზაქციის დაწყების წინ მფლობელმა არ იცის, კონკრეტულად რომელი ტოკენი შეხვდება. Decrypt-ის თანახმად შემოთავაზებული NFT-ების ნიმუშები ნიუ-იორკის კედლებს ამშვენებს. ჯერჯერობით მოწყობილობას შეუძლია გასცეს ტოკენები ორი კოლექციიდან: Party Pigeons და Project Color. 

image.jpeg 

Neon-მა მიზნად დაისახა, რომ NFT-ები უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გახადოს. მოწყობილობა არ საჭიროებს რაიმე კრიპტოვალუტას ან საფულეს. NFT გამოშვებულია Solana-ს "ეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა" ბლოკჩეინზე. 

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების მხოლოდ 2%-ს აქვს ციფრული საფულე, ხუთიდან ოთხი სარგებლობს საგადახდო ბარათით. ეს მიდგომა ციფრული ავტორების პოტენციურ აუდიტორიას 40-ჯერ ზრდის. ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ისინი, ვისი საქმიანობაც ხშირად არ არის დაფასებული“, - განუცხადა Neon-ის თანადამფუძნებელმა ჯორდან ბირნჰოლცმა NFTEvening-ს. 

კომპანიის დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ ზაფხულისთვის გაზრდის მხარდაჭერილი NFT-ავტორებისა და განთავსებული მოწყობილობების რიცხვს, მათ შორის აშშ-ის სხვა ქალაქებში. 

შეგახსენებთ, რომ Grand View Research-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ბანკომატების ბაზრის მდგომარეობა 2028 წლისთვის 1.88 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.