Jump to content

ვიდეო დაფები Nvidia GeForce RTX 40 Ada Lovelace სექტემბერში გამოვა


Recommended Posts

არაერთხელ ითქვა, რომ არქიტექტურა Ada Lovelace-ზე დამყარებული მომავალი თაობის ვიდეო დაფები Nvidia GeForce RTX 40 იქნება ძალიან სწრაფი და ენერგომომთხოვნი. რესურსი WCCFTec ინსაიდერ Kopite7kimi-სა და Greymon55-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ფლაგმანური GPU AD102-ის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 800 ვატზე მეტი იქნება. 

image.jpeg 

Greymon55 იტყობინება, რომ GeForce RTX 40 Ada Lovelace გრაფიკული დაფების გამოსვლა მოსალოდნელია სექტემბრის დასაწყისში. ორივე ინსაიდერი წერს, რომ ფლაგმანური AD102 ჩიპი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე გრაფიკულ დაფაში: RTX 4080-ში, RTX 4080 Ti-სა და RTX 4090-ში. გრაფიკულ პროცესორებს სხვადასხვა სიმძლავრე ექნება: საწყისი დონის ჩიპის მაქსიმალური ენერგომოხმარება იქნება 450 ვატი, Ti ვერსიისა - დაახლოებით 600 ვატი, ფლაგმანური RTX 4090-ის TDP-ის დონე კი დაახლოებით 850 ვატი იქნება. 

მახასიათებლები ჯერჯერობით არ ითვლება საბოლოოდ და შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, დიდი ალბათობით, TDP-ის დონე არ იქნება გამოცხადებულზე ნაკლები. Nvidia მუშაობს ახალ  PCIe Gen 5-ზე - კონექტორზე 600 ვატამდე სიმძლავრის გატარების შესაძლებლობით. დროში შეფერხებულ GeForce RTX 3090 Ti-ს შესაძლოა ქონდეს 450 ვატი ენერგომოხმარება და იგი იქნება პირველი ვიდეო დაფა ამგვარი კონექტორით. შესაბამისად, მომავალი თაობის ფლაგმანს ორი ასეთი კონექტორი დასჭირდება. 

image.jpeg 

კვების ბლოკების რამდენიმე მწარმოებელმა უკვე დაიწყო Gen 5 მოდელების გამოშვება საჭირო კონექტორით. უფრო კონკრეტულად, მათში Gen 5 მხოლოდ ერთია. თუკი Nvidia წარადგენს ორ 16-პინიან კონექტორს, საჭირო იქნება გადამყვანი ორი 8-პინიანიდან ერთ 16-პინიანზე. იგი უნდა შევიდეს კვების ახალი ბლოკების უმეტესობაში. 

ჯერჯერობით მთელი ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა ზემოთხსენებული ინსაიდერები დიდი სანდოობით სარგებლობენ. Nvidia პირობას დებს, რომ გაორმაგდება GeForce RTX 40-ის წარმადობა AMD RDNA 3-თან კონკურენციის გაწევის მიზნით და არ ჩამოვარდება მას ფასისა და ენერგომოხმარების მაჩვენებლებით. 

image.jpeg 

AD102-ს სავარაუდოდ ექნება 18432 CUDA ბირთვი, რაც თითქმის ორჯერ მეტია Ampere-სთან შედარებით. 2.2 გჰც ტაქტის სიხშირემ უნდა უზრუნვეყოს 81 TFLOP (FP32) გამომთვლელი სიმძლავრე. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება RTX-ის 36 TFLOP FP32 წარმადობას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.