Jump to content

Glassnode-ის ანალიტიკოსები მიუთითებენ Bitcoin-ის კურსის ვარდნის გაგრძელებაზე


Recommended Posts

ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ძირითადი განაკვეთების ზრდის მოლოდინი და გეოპოლიტიკური დაძაბულობა აძლიერებს Bitcoin-ის ინვესტორების პესიმიზმს და ზრდის "არამომგებიანი" მონეტების გაყიდვის ალბათობას. ასეთია Glassnode-ის ანალიტიკოსების დასკვნ. 

დათვურ ტრენდს ადასტურებს ონჩეინ-ინდიკატორები: აქტიური Bitcoin-მისამართების რაოდენობა ზღვარს ქვემოთ ჩამოვიდა, რაც აქტივზე მოთხოვნის შემცირებაზე მეტყველებს. მითითებული დიაპაზონის მზარდი ხასიათი მიუთითებს ჰოდლერების წილის ზრდაზე 2018 წლიდან. 

image.png

წყარო: Glassnode. 

მოგებაში მყოფი Bitcoin-ინვესტორები წილი 65.78% და 76.7% დიაპაზონში მერყეობს. გამოშვებული მონეტების 10.9% ბაზრის მონაწილეებმა 33500-დან 44600 აშშ დოლარამდე ფასის პერიოდში შეიძინეს. ფასის აენის შემთხვევაში შესაძლოა გაძლიერდეს გამყიდველების ზეწოლა - განაცხადა Glassnode-მა. 

image.png

წყარო: Glassnode. 

უფრო ფართო სურათი მეტყველებს იმაზე, რომ არარეალიზებული ზარალი აქვთ 4.7 მლნ BTC-ის მფლობელებს. 54.5% ანუ 2.56 მლნ BTC მოდის მოკლევადიან ინვესტორებზე (მონეტების შენახვის ვადა არანაკლებ 155 დღეს შეადგენს). 

image.png

წყარო: Glassnode. 

Bitcoin-ი შეძენის საშუალო ღირებულება მოკლევადიანი ინვესტორების მიერ არის 47.200 აშშ დოლარი. წერის მომენტისთვის დაახლოებით ფასი 37 ათასი აშშ დოლარი იყო, მათმა არარეალიზებულმა ზარალმა 21.6% მიაღწია. 

პირველი მეტრიკა არის Liveliness Price-ის ზემოთ, რომელიც ასახავს მფლობელების სამართლიან ფასს 38600 აშშ დოლარი ღირებულებით. 2013-2014 და 2018 წლების დათვური ფაზები დასრულდა ამ მოძრავი საშუალო მაჩვენებლების გადაკვეთით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ფასის შემდგომი შემცირების შესაძლებლობა, განმარტავენ ექსპერტები 

image.png

წყარო: Glassnode. 

დაღმავალი ტენდენციის გაგრძელების რისკის შესამცირებლად ფასი უნდა მიუახლოვდეს 42.000-50.000 აშშ დოლარიან დიაპაზონს. სპეკულანტების მიერ დაკავებული მონეტების უმეტესობა კონცენტრირებულია ამ ზონაში. ამ დროისთვის ისინი წარმოადგენენ გაყიდვის ზეწოლის წყაროს მოთხოვნის ექვივალენტური ზრდის არარსებობის შემთხვევაში, აცხადებენ ანალიტიკოსები. 

image.png

წყარო: Glassnode. 

შეგახსენებთ, რომ Huobi-ს თანადამფუძნებელმა ივარაუდა Bitcoin-ის დათვიური ბაზრის 2024 წლის ბოლომდე გაგრძელება. 

დრე Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენ მორჰედმა კრიპტოვალუტებს უწოდა დაგროვებისთვის საუკეთესო აქტივი ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდის ციკლის დასრულების შემდეგ. 

Link to comment
Share on other sites

უკრაინის კონფლქიტის გამო და კონფლიქტის დაწყებამდე უკვე ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა კურსი, დაეცა კი მაგრამ არც ისე სერიოზულათ, ეგრე მაქამდეც ეცემოდა ხოლმე, თუმცა ესეთ დაძაბულ ვითარებაში ძალზე რთულია კურსის სწორათ გამოცნობა, შეიძლება მოულოდნელათ 45000$ გაცდეს შემდეგ თვეში, შეიძლება გაუჭირდეს და ისევ 33000-35000$ ფარგლებში დაეცეს, ორივე ვარიანტი შესაძლებელია ჯერ, გასაკვირი არცერთი არ იქნება, მაგრამ რუსი ოლიგარხები თუ შემოვლენ ბაზარზე შეიძლება საკმაოთ გაიზარდოსო ბიტკოინის კაპიტალიზაცია მაგ შემთხვევაში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.