Jump to content

Huobi-ს დამფუძნებელი Bitcoin-ისთვის 2024 წლამდე დათვურ ტრენდს პროგნოზირებს


Recommended Posts

image.png 

წინა საფასო ციკლები მიუთითებს, რომ Bitcoin-ისთვის ახალი ხარული ციკლი შესაძლოა 2024 წლის ბოლომდე ან 2025 წლის დასაწყისამდე არ დადგეს. ამგვარი აზრი გამოხატა CNBC-სთან ინტერვიუში ბირჟა Huobi-ს თანადამფუძნებელმა Du Jun-მა. 

მისი თქმით, Bitcoin-ის ფასების ციკლები მჭიდროდაა დაკავშირებული ჰალვინგთან - ალგორითმში ჩადებული ბლოკის ჯილდოს პერიოდულ განახევრებასთან, რომელიც დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. 

ბოლო განახევრება მოხდა 2020 წლის მაისში, ხოლო მომდევნო წელს პირველი კრიპტოვალუტის კოტირებამ მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს - 68.000 აშშ დოლარზე მეტ. ანალოგიური ფასის მოძრაობა დაფიქსირდა 2016 წლის შემდეგაც. Bitcoin-ის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია 2017 წლის დეკემბერში, იხსენებს Du. 

ორივე შემთხვევა ციფრული ოქროს ფასის დიდი ვარდნა მოჰყვა. წერის მომენტისთვის ფლაგმანურ კრიპტოვალუტა იყიდება 40 ათას აშშ დოლარზე დაბალ დონეზე - ფასი მაქსიმუმთან შედარებით დაახლოებით 42%-ით შემცირდა. 

„ეს ციკლი თუ გაგრძელდება, ჩვენ ამჟამად დათვური ბაზრის ადრეულ სტადიაზე ვიმყოფებით“ - განაცხადა Du-მ. 

ტენდენციიდან გამომდინარე იგი ელოდება, რომ Bitcoin-ის ღირებულება გაიზრდება მხოლოდ მომდევნო განახევრების შემდეგ 2024 წელს. 

რეალურად, ამის ზუსტი პროგნოზირება რთულია, რადგან არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბაზარზე, როგორებიცაა გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის ომი ან ბოლოდროინდელი COVID”, - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, რომ იანვარში Glassnode-ის ანალიტიკოსებმა Bitcoin-ის ჯაჭვური მეტრიკის საფუძველზე განაცხადეს პირველი კრიპტოვალუტის ფასის დაცემის ტენდენციის დაწყების შესახებ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.