Jump to content

Volta-ს ბაზაში გამოჩნდა სპეციალიზებული ამაჩქარებელი მაინინგისთვის - NVIDIA CMP 100HX


Recommended Posts

NVIDIA-მ გამოუშვა კიდევ ერთი სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებელი მაინინგისთვის. დაფა, სახელწოდებით NVIDIA CMP 100HX, დაფუძნებულია Volta არქიტექტურის GV100 GPU-ზე, რომელიც კომპანიის მიერ ჯერ კიდევ 2017 წელს იქნა წარმოდგენილი. ამ არქიტექტურის ბაზაზე კომპანიამ შექმნა Quadro სერიის მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი, ასევე ნახევრად პროფესიონალური გრაფიკული დაფა Titan V. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: PC_Shopping 

NVIDIA CMP 100HX მაინინგ ვიდეო დაფას არ აქვს ვიდეო კონექტორები. ამაჩქარებელი აღჭურვილია მხოლოდ ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორით. ვიდეო დაფის გაგრილების სისტემა პასიურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი გამოყენება რეკომენდბულია მხოლოდ სპეციალიზებულ სერვერის კორპუსებში (ან ღია სტენდებში), სადაც გრაფიკული ქვესისტემისთვის დამატებითი გაგრილებაა გათვალისწინებული. საინტერესოა, რომ ამაჩქარებელი ასევე აღჭურვილია NV-Link კონექტორით. 

image.jpeg 

NVIDIA CMP 100HX. წყარო: PC_Shopping 

ინფორმაცია ახალი პროდუქტის შესახებ ჩინურ ტექნიკურ ფორუმ PC_Shopping-ზე გამოჩნდა. დაფის ტექნიკური მახასიათებლები არ არის მითითებული, მაგრამ ცნობილია მისი მაინინგ-წარმადობა: 81 Mhash/s 250 ვატი ენერგომოხმარების პირობებში, რაც შეესაბამება ნახევრად პროფესიონალურ NVIDIA Titan V-ს მაჩვენებელს. NVIDIA CMP 100HX დაფის ვიდეო მეხსიერების მოცულობა უცნობია. შეგახსენებთ, რომ NVIDIA Titan V-ს ჰქონდა HBM2 სტანდარტის 12 გბ ვიდეომეხსიერება, თუმცა მაინინგ ვიდეო დაფის შემთხვევაში მწარმოებელი როგორც წესი ამცირებს ხელმისაწვდომ ვიდეომეხსიერებას. 

image.jpeg 

NVIDIA Titan V. წყარო: Gamers Nexus 

image.jpeg 

წყარო: VideoCardz 

უახლეს კვარტალურ ანგარიშში NVIDIA-მ აღნიშნა, რომ მაინინგზე სპეციალიზებული გრაფიკული ამაჩქარებლების გაყიდვის ბიზნესმა კომპანიას გაცილებით ნაკლები შემოსავალი მოტანა, ვიდრე წინა კვარტალში. აქედან გამომდინარე, ძველი ვიდეო დაფების პროფილის შეცვლა კომპანიის მხრიდან მაინინგის საჭიროებისთვის სულ მცირე, საკმაოდ უცნაურ გადაწყვეტილებად გამოიყურება. მეორე მხრივ, უცნობია, როდის დაიწყო NVIDIA-მ CMP 100HX ამაჩქარებლის რეალიზაცია: არანაირი ოფიციალური ანონსი არ ყოფილა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.