Jump to content

Mastercard გააფართოვებს კონსალტინგ-სერვისს კრიპტოვალუტებისა და NFT-ის სფეროში


Recommended Posts

image.png 

საგადახდო კომპანია Mastercard-მა გამოაცხადა თავისი საკონსულტაციო სერვისის გაფართოება, რომელიც ორიენტირებულია ახალ ფინანსურ ტექნოლოგიებზე, მათ შორის კრიპტოვალუტებზე, CBDC-ებსა და NFT-ებზე 

კომპანია გეგმავს მის მონაცემთა ცენტრებსა და სერვისებში მომუშავე 2 ათასი ინჟინრისა და კონსულტანტის პარალელურად აიყვანოს ხუთასზე მეტი ახალგაზრდა სპეციალისტი და კოლეჯის კურსდამთავრებული. ქვეგანყოფილება ემსახურება 70 ქვეყნის მომხმარებლებს. 

„გადახდები - ეს მხოლოდ დასაწყისია. ოცი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით მომხმარებლებთან საბანკო, Fintech, საცალო, ტურისტულ და სხვა სექტორებში, ვეხმარებოდით მათ შემხვედრ სირთულეებსა და შესაძლებლობებთან გამკლავებაში. კონსალტინგის ეს ევოლუცია ნიშნავს სამყაროს ცვლილებასა და ჩვენი ბიზნესის ტრანსფორმაციის აღიარებას“ - განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა რაჯ სეშადრიმ. 

image.jpeg

წყარო: Mastercard. 

კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი საკონსულტაციო სერვისები ციფრული აქტივების სფეროში მოიცავს შესაძლებლობების ფართო სპექტრს: ადრეული სწავლებიდან, რისკების შეფასებიდან, კრიპტოვალუტებსა და NFT-სთან დაკავშირებული სტრატეგიის შემუშავებიდან დაწყებული - საანგარიშსწორებო ბარათებისა და მათ საფუძველზე ლოიალობის პროგრამების შემუშავებით დამთავრებული. 

განცხადების თანახმად Mastercard -მა პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა ციფრულ ტექნოლოგიებზე სპეციალიზებულ კომპანიებთან. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა დაეხმარონ Fintech კომპანიებს ახალ ბაზრებზე შესვლასა და მათი სტრატეგიების კომერციალიზაციაში. 

საკონსულტაციო სერვისის მიმართულებით Mastercard დახმარებას უწევს ცენტრალურ ბანკებს CBDC-ის შესწავლასა და გამოშვებაში. ამ მიზნებისთვის კომპანია დაწესებულებებს სატესტო პლატფორმას აწვდის. იგი მათ საშუალებას აძლევს „შეისწავლონ სხვადასხვა სცენარი და დაეყრდნონ ღმა ცოდნას საანგარიშსწორებო სისტემების, პოლიტიკის, რეგულირებისა და მართვის სფეროებში“. 

გასულ წელს Mastercard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ მაიბახმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს დარჩეს ციფრული აქტივების სფეროში ახალი მოვლენების ცენტრში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.