Jump to content

AMD-ის ხელმძღვანელის აზრით ჩიპების დეფიციტი წელს არ დასრულდება


Recommended Posts

image.jpeg 

AMD-ის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ უმსხვილეს ფინანსურ პროვაიდერ Yahoo Finance-ის წარმომადგენელთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩიპების დეფიციტი არ დასრულდება 2022 წელს. მისი აზრით, მიმდინარე წლის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება და მხოლოდ მეორე ნახევარში გაუმჯობესდება სიტუაცია უმნიშვნელოდ. 

მან აღნიშნა, რომ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა AMD და Intel, უქმად არ სხედან და უზარმაზარ ინვესტიციებს დებენ ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოებაში. მაგალითად, Intel საკუთარი კაპიტალიდან მილიარდებს ხარჯავს ჩიპების საწარმოო ახალი ქარხნების მშენებლობაში. ასევე Intel-მა ცოტა ხნის წინ 5.4 მლრდ აშშ დოლარად შეისყიდა ჩიპების ებრაული მწარმოებელი Tower Semiconductor. თუმცა მხოლოდ ფული ვერ აგვარებს ყველა პრობლემას.  

თავის მხრივ AMD აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მთავარ საწარმოო პარტნიორ Taiwan Semiconductor-თან (TSMC), რათა უზრუნველყოს იმ ჩიპების მაქსიმალური შესაძლო მოცულობა, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა დამუშავების ცენტრებში, სერვერებსა და გეიმინგ კონსოლებში. 

image.png 

AMD-ის ხელმძღვანელის მოსაზრებას იზიარებენ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები, კერძოდ, მისი კოლეგები კონკურენტი კომპანიებიდან. აშშ-ს ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ არსებულ ვითარებას კრიზისი უწოდა. 

კომპანია Intel ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია საკუთარი წარმოების წყალობით, მაგრამ ასევე განიცდის სტარტერ-პროდუქციის დეფიციტს, რომლებსაც მესამე მხარისგან იძენს. ამასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ნახევრადგამტარი პროდუქტების სხვა მწარმოებლები, Intel იმედოვნებს, რომ კანონმდებლები მიიღებენ „ჩიპების კანონს ამერიკისთვის“, რომელიც სენატმა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისი დაამტკიცა და ჯერ კიდევ განიხილება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. კანონის მიღება შესაძლებელს გახდიდა წარმოებაში 52 მლრდ აშშ დოლარის ჩადებას სახელმწიფო დოტაციების ხარჯზე. 

რაც შეეხება NVIDIA-ს, იგი ავანსის სახით მილიარდობით დოლარს იხდის, რათა უზრუნველყოფილ იყოს TSMC-ის 5-ნანომეტრიანი სიმძლავრით, რომლებიც გამოყენებული იქნება Lovelace სერიის სამომავლო RTX 4000 ვიდეო დაფებისთვის განკუთვნილ GPU-ებში. 

Link to comment
Share on other sites

ინტელის წარმომადგენელიც მაგას იძახოდა ამასწინათ და ნვიდიას, ანუ დეფიციტი ეგრე ადვილათ არ დამთავრდებაო, თუმცა შეიძლება ზოგჯერ იყოს გარკვეული პროგრესი მაგ მხრივ და ფასებიც შედარებით დაბალი, მაგრამ სტაბილურობამდე ჯერ ბევრი უკლია და დეფიციტის ბოლომდე გაქვითვამდეც, რაც ფასებს რეზკათ ვერ დააგდებს საწყისი ფასის 1.5X-მდე მაინც, ეხლა უფრო 2 გამოდის და ხანდახან მეტიც საშვალო ფასი ვიდეოკარტებზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.