Jump to content

NVIDIA-მ განაცხადა ბრიტანულ ავტომწარმოებელ Jaguar Land Rover-თან პარტნიორობის დაწყების შესახებ


Recommended Posts

NVIDIA-მ გამოაცხადა ბრიტანულ მაქანათმშენებელ კომპანია Jaguar Land Rover-თან პარტნიორობის დაწყების შესახებ. კომპანიების თქმით, სტრატეგია Reimagine-ის ფარგლებში ბრიტანული კომპანია სამომავლო ავტომობილებს შექმნის პლატფორმა NVIDIA DRIVE Hyperion 8-ის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების, მძღოლის დამხმარე სისტემების და ავტონომიური მართვის შესაძლებლობების ფართო სპექტრს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

Jaguar Land Rover-მა განაცხადა, რომ 2025 წლიდან ავტომობილებში რეგულარულად გააუმჯობესებს ავტონომიური მართვის ალგროთმებსა და ჭკვიან ფუნქციებს. კომპანია იმედოვნებს, რომ NVIDIA-სთან პარტნიორობის შედეგი იქნება მაღალი დონის ავტომობილები, რომლებშიც შენარჩუნდება Jaguar-ისა და Land Rover-ის წინა მოდელების საკვანძო მახასიათებლები, თუმცა მფლობელებს შესთავაზებენ მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიებს. ბრიტანული ავტომწარმოებელი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ძვირადღირებული მანქანების შექმნას ხელს შეუწყობს NVIDIA-ს ტექნოლოგიებზე დამყარებული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების გამოყენება. 

ცნობილია, რომ Jaguar Land Rover-ის სამომავლო მოდელები სრულად შემუშავდება NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ორივე კომპანიის ინჟინრები ერთობლივად განახორციელებენ ავტონომიური მართვის სისტემების სწავლებასა და ტესტირებას NVIDIA-ს მონაცემთა ცენტრის გამოყენებით. ინჟინრები შეძლებენ ერთობლივად იმუშაონ მეტასამყარო NVIDIA Omniverse-ში. 

image.jpeg 

პარტნიორობის ფარგლებში NVIDIA Jaguar Land Rover-ს წვდომას მისცემს საკუთარ მოწინავე აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლებიც აუცილებელია ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებისა და ტესტირებისთვის ყველა ეტაპზე. ბრიტანული კომპანის სამომავლო ავტომობილები მუდმივად გაუმჯობესდება მათი ქმედითუნარიანობის მანძილზე მსოფლიოს წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტების მიერ. 

Jaguar Land Rover იმედოვნებს, რომ ახალი ინტელექტუალური არქიტექტურის გამოყენება დამატებით ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიაზე გადასვლასთან ერთად გარანტიას იძლევა, რომ Jaguar-ისა და Land Rover-ის ავტომობილებში არა მხოლოდ გაფართოვდება მფლობელების შესაძლებლობები, არამედ ისინი დადებით ეფექტს მოახდენენ გარემოზე. ბრიტანული ავტომწარმოებელი აღნიშნავს, რომ სურს აწარმოოს მანქანები, რომლებიც არა მხოლოდ მოსახერხებელი და კომფორტული, ასევე უსაფრთხო იქნება საგაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.