Jump to content

Tesla ჩინეთში მეორე ქარხნის მშენებლობისთვის არჩევს ადგილს


Recommended Posts

კომპანია Tesla ჩინეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას იკვლევს. მისი პირველი ჩინური ქარხანა უნიკალურია არა მხოლოდ იმით, რომ რეკორდულ დროში აშენდა და ამ მარკის ელექტრომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა, არამედ საკუთრების სტრუქტურითაც - ჩინეთის ხელისუფლებამ Tesla არ აიძულა ადგილობრივ კომპანიებთან დაემყარებინა პარტნიორობა. 

image.jpeg 

Tesla-ს ქარხანა ტეხასში, აშშ-ში. წყარო: Tesla 

Tesla-ს მოქმედი ჩინური ობიექტის განვითარებაში მიღწეული პროგრესი დიდწილად განპირობებულია იმით, რომ იგი მდებარეობს შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლისთვის მნიშვნელოვანია ბიუროკრატიული ბარიერების მინიმიზაციის ფაქტორი, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ მაგალითად ბერლინის მიმდებაე ტერიტორიაზე საწარმოს მშენებლობის ისტორიის კუთხით: მას პროდუქციის გამოშვება გასულ ზაფხულს უნდა დაეწყო, ამის ნაცვლად კი ჯერ კიდევ საბოლოო თანხმობას ელოდება ადგილბრივი ოფიციალური პირებისგან. 

როგორც Car News China განმარტავს პროვინცია ლიაონინის ხელისუფლებისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით, Tesla ჩინეთის ამ ტერიტორიას განიხილავს ერთ-ერთ სავარაუდო სივრცედ მეორე ქარხნის მშენებლობისთვის. უფრო კონკრეტულად კი ქარხანა შესაძლოა აშენდეს შენიანში, პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში. 

წყაროს ინფორმაციით ჩინეთის სხვადასხვა პროვინციის კიდევ შვიდი დასახლებული პუნქტი უწევს კონკურენციას ამ ქალაქს Tesla-ს მეორე ქარხნის განთავსების უფლებისთვის. ადგილობრივი ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია Tesla-სთვის, ამჟამად შანხაის ქარხანა ყველაზე მასშტაბურია წარმოებული ელექტრომობილების რაოდენობით და წარმოადგენს მთავარ საექსპორტო პლატფორმას, ამიტომ მეორე ქარხნის აგება ჩინეთში მხოლოდ დროის საკითხია. ილონ მასკმა ბოლო კვარტალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ კომპანია აპირებს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაწყვიტოს ახალი ადგილების არჩევა საწარმოების მშენებლობისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.