Jump to content

არაოფიციალურად: Nvidia ამზადებს ახალ GeForce RTX 3050 8 გბ-ს GA107 ჩიპზე


Recommended Posts

Igor's Lab-ის თანახმად ვიდეო დაფა GeForce RTX 3050 8 გბ შესაძლოა გამოვიდეს უახლოეს მომავალში ახალი ჩიპის ბაზაზე. ეს ჩიპი შესაძლოა იყოს GA107, რომელიც NVIDIA-ს ერთ-ერთი ყველაზე პატარა კრისტალია, ხოლო მისი უპირატესობაა მობილურ გრაფიკულ ჩიპებში, კონკრეტულად კი RTX 3050-ში გამოყენების შესაძლებლობა. კიდევ ერთი ვარიანტის გამოშვებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს Nvidia RTX 3050 ვიდეო დაფების საჭირო რაოდენობით წარმოებას და მოხსნას მწვავე დეფიციტი. 

image.png 

ამჟამად არსებულ, აქტუალურ მოდელ RTX 3050 8 გბ-ში გამოიყენება მკვეთრად შეკვეცილი კრისტალი GA106 - მასში აქტიურია 30-დან 20 შეიდერული მოდული, რაც ჯამში 2560 CUDA ბირთვს შეადგენს. სხვა მახასიათებლები მოიცავს 128-ბიტიან მეხსიერების სალტეს და აჩქარების რეჟიმში 1.78 გჰც ტაქტის სიხშირეს. ეტალონური ვიდეო დაფის მაქსიმალური ენერგომოხმარება 130 ვატია. 

GA106 და GA107 ჩიპების მქონე ვერსიების მახასიათებლები იგივე რჩება. Igor's Lab ამტკიცებს, რომ GA106 და GA107 ჩიპებს კონტაქტებიც კი იდენტური აქვთ, რაც მწარმოებელ კომპანიებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ ორიგინალი ვიდეო დაფების PCB-ები. გამონაკლისს წარმოადგენს ენერგომოხმარება. GA107 ვერსიის სიმძლავრეა 115 ვატი 130 ვატის ნაცვლად. თუმცა TDP-ის დონის ასეთი შეზღუდვის პირობებში წარმადობა ოდნავ გაუარესდება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება კრისტალი GA107. 

უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-ს მსგავსი ხრიკი ადრეც გამოუყენებია, მაგალითად, GTX 1650 მოდელების შემთხვევაში. პირველი GTX 1650 წარმოდგენილი იყო GDDR5 მეხსიერებით, ხოლო მოგვიანებით NVIDIA-მ ეს ვიდეო დაფა განაახლა GDDR6-მდე, რამაც მისი წარმადობა გააუმჯობესა. 

დამატებითი ცნობები მიუთითებს, რომ NVIDIA-მ მაშინვე დაგეგმა მეორე RTX 3050 მოდელის გამოშვება. მაგალითად, Igor's Lab აღნიშნავს, რომ RTX 3050 8 გბ-ის შემთხვევაში 16 PCIe არხიდან ნახევარი გათიშულია მიუხედავად იმისა, რომ GA106 ბირთვებს სრულად აქვთ 16-ვე არხის მხარდაჭერა ისევე, როგორც RTX 3060-ის შემთხვევაში. 

უნდა ითქვას, რომ GA107 კონფიგურაციას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. GA107 ბირთვებს აქვთ მხოლოდ რვა ფიზიკური PCIe Gen 4 არხი. ჩიპი განკუთვნილია გეიმინგ ლეპტოპებისთვის, რომლებშიც 16 არხის ენერგომოხმარება და წარმადობა ზედმეტია. 

საბედნიერო, ეს ცვლილება გავლენას არ იქონიებს RTX 3050-ზე ისე, როგორც AMD RX 6500 XT-ის სიჩქარის შემთხვევაში. RTX 3050-ს გაორმაგებული სიჩქარე აქვს რვა ფიზიკური არხით და ვიდეომეხსიერების გაორმაგებული მოცულობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს PCIe-ის სიჩქარეზე დამოკიდებულებას AMD-ის ვიდეო დაფებთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.