Jump to content

Xiaomi გამოუშვებს სმარტფონ Redmi K50-ს Mercedes-AMG F1-ის გუნდთან პარტნიორობის ფარგლებში


Recommended Posts

კომპანია Xiaomi-მ 16 თებერვლისთვის ჩანიშნა მაღალი წარმადობის სმარტფონების სერია Redmi K50-ის ანონსი. სერიის ერთ-ერთი მოწყობილობა შემუშავდება Mercedes-AMG F1-ის გუნდთან პარტნიორობით, რომელიც Formula-1-ის გრან-პრიში იღებს მონაწილეობას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

როგორც თიზერებიდან ჩანს, Redmi K50-ის სპეციალურ ვერსიას ექნება ლოგოტიპი Mercedes AMG Petronas Formula One Team. Xiaomi-ს ჩანაფიქრით ამ სიმბოლომ უნდა გამოიწვიოს მაღალ სიჩქარესთან დაკავშირებული ასოციაცია და, შესაბამისად, მაქსიმალური წარმადობა. 

მიიჩნევა, რომ სმარტფონის ამ მოდიფიკაციას საფუძვლად დაედება გეიმინგ მოდელი Redmi K50 Gaming Edition. მოწყობილობას ექნება რვაბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 და 5G-მოდემი, აგრეთვე 6.67-დუიმიანი OLED დისპლეი 2400 × 1080 გაფართოებითა და 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. კვებას უზრუნველყოფს 4700 მა/სთ მოცულობის ბატარეა 120-ვატიანი სუპერსწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შედის სამი კამერა 64-მეგაპიქსელიანი მთავარი სენსორით - Sony IMX686, 13-მეგაპიქსელიანი სენსორი OmniVision OV13B და 2-მეგაპიქსელიანი ბლოკი. წინა პანელზე განთავსდება 20-მეგაპიქსელიანი კამერა. 

სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციულ სისტემა Android 12-ით დამატებით საფირმო MIUI 13-თან ერთად.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.