Magdalena Posted February 15, 2022 Share Posted February 15, 2022 ორიგინალი ფოტო: Fritzchens Fritz ბოლო დროს გაჩნდა ვარაუდები, რომ ახალი AMD AM5 პლატფორმის გამოშვება შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე მოხდეს. ინსაიდერებს არაფერი უთქვამთ RDNA 3 ვიდეო დაფების გამოშვების გრაფიკში ცვლილებების შესახებ, მხოლოდ იმაზე მიანიშნებდნენ, რომ კომპანიის გეგმები შეიცვალა. მაგალითად, YouTube ბლოგერი RedGamingTech თვლის, რომ ახალი გრაფიკა, სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში გამოჩნდება. ადრე მან საკმაოდ ზუსტი ცნობები გააზიარა RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული AMD Radeon ვიდეო დაფების გამოსვლასთან დაკავშირებით. RedGamingTech-მა განაცხადა, რომ სამი ინფორმატორისგან მიიღო პრაქტიკულად იდენტური ცნობები ფლაგმანურ გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ის მახასიათებლების შესახებ. ითვლება, რომ ეს ვარიანტი სამჯერ მეტი წარმადობის იქნება Radeon RX 6900 XT-ში არსებულ Navi 21-თან შედარებით. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება გამომთვლელ წარმადობას FP32 ოპერაციებში, რომელიც 75 Tflops ნიშნულს აღწევს. ინსაიდერების ინფორმაციით მნიშვნელოვნად გაიზრდება წარმადობა რეითრეისინგში. წყარო: RedGamingTech Navi 31 შესაძლოა შეიცავდეს ორ გრაფიკულ ჩიპლეტს თითოეულ მათგანში სამი Shader Engine (SE) ბლოკით. თავის მხრივ თითოეული SE შეიცავს 10 Workgroup Processor-ს (WGP). WGP ამჟამად წარმოადგენს RDNA არქიტექტურის ძირითად გამომთვლელ ბლოკს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბლოკების იერარქია შესაძლოა შეიცვალოს. WGP შეიცავს 256 შეიდერულ პროცესორს, Navi 31-ში კი სრულად წარმოდგენილი იქნება 15360 შეიდერული პროცესორი და იმუშავებს დაახლოებით 2500 მჰც სიხშირეზე. ერთ-ერთი შესაძლო კონფიგურაცია. წყარო: Twitter @Olrak29_ მეხსიერების ქვესისტემაში წარმოდგენილი იქნება Multi-Cache Die (MCD) 256 ან 512 მბ მოცულობის ქეშის კრისტალებით, ასევე GDDR6 ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. RedGamingTech-მა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი ინფორმაციით მანქანური სწავლებისთვის განკუთვნილი ცალკეული ჩიპლეტები უახლოეს თაობაში არ გამოჩნდება, ყველა აუცილებელი რამ რეალიზებული იქნება თავად გრაფიკულ პროცესორში. რეფერენსული მოდელების ენერგომოხმარებამ შესაძლოა 375 ვატს მიაღწიოს, გარე მწარმოებლების აჩქარების მქონე მოდელებში კი - 400 ვატს და მეტს. https://tinyurl.com/mwcjcrks Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.