Jump to content

გრაფიკული ჩიპი Navi 31 შესაძლოა ფლობდეს 75 Tflops FP32 წარმადობას - ეს არის სამი Navi 21


Recommended Posts

 

image.jpeg

ორიგინალი ფოტო: Fritzchens Fritz 

ბოლო დროს გაჩნდა ვარაუდები, რომ ახალი AMD AM5 პლატფორმის გამოშვება შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე მოხდეს. ინსაიდერებ არაფერი უთქვამთ RDNA 3 ვიდეო დაფების გამოშვების გრაფიკში ცვლილებების შესახებ, მხოლოდ იმაზე მიანიშნებდნენ, რომ კომპანიის გეგმები შეიცვალა. მაგალითად, YouTube ბლოგერი RedGamingTech თვლის, რომ ახალი გრაფიკა, სავარაუდოდ, მეოთხე კვარტალში გამოჩნდება. ადრე მან საკმაოდ ზუსტი ცნობები გააზიარა RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული AMD Radeon ვიდეო დაფების გამოსვლასთან დაკავშირებით. 

RedGamingTech-მა განაცხადა, რომ სამი ინფორმატორისგან მიიღო პრაქტიკულად იდენტური ცნობები ფლაგმანურ გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ის მახასიათებლების შესახებ. ითვლება, რომ ეს ვარიანტი სამჯერ მეტი წარმადობის იქნება Radeon RX 6900 XT-ში არსებულ Navi 21-თან შედარებით. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება გამომთვლელ წარმადობას FP32 ოპერაციებში, რომელიც 75 Tflops ნიშნულს აღწევს. ინსაიდერების ინფორმაციით მნიშნელოვნად გაიზრდება წარმადობა რეითრეისინგში. 

image.jpeg 

წყარო: RedGamingTech 

Navi 31 შესაძლოა შეიცავდეს ორ გრაფიკულ ჩიპლეტს თითოეულ მათგანში სამი Shader Engine (SE) ბლოკით. თავის მხრივ თითოეული SE შეიცავს 10 Workgroup Processor-ს (WGP). WGP ამჟამად წარმოადგენს RDNA არქიტექტურის ძირითად გამომთვლელ ბლოკს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ბლოკების იერარქია შესაძლოა შეიცვალოს. WGP შეიცავს 256 შეიდერულ პროცესორს, Navi 31-ში კი სრულად წარმოდგენილი იქნება 15360 შეიერული პროცესორი და იმუშავებს დაახლოებით 2500 მჰც სიხშირეზე. 

image.png 

ერთ-ერთი შესაძლო კონფიგურაცია. წყარო: Twitter @Olrak29_ 

მეხსიერების ქვესისტემაში წარმოდგენილი იქნება Multi-Cache Die (MCD) 256 ან 512 მბ მოცულობის ქეშის კრისტალებით, ასევე GDDR6 ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. RedGamingTech-მა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი ინფორმაციით მანქანური სწავლებისთვის განკუთვნილი ცალკეული ჩიპლეტები უახლოეს თაობაში არ გამოჩნდება, ყველა აუცილებეი რამ რეალიზებული იქნება თავად გრაფიკულ პროცესორში. 

რეფერენსული მოდელების ენერგომოხმარებამ შესაძლოა 375 ვატს მიაღწიოს, გარე მწარმოებლების აჩქარების მქონე მოდელებში კი - 400 ვატს და მეტს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.