Magdalena Posted February 15, 2022 Share Posted February 15, 2022 იანვრის დასაწყისში კომპანია Dell-მა დააანონსა მონიტორი Alienware 34 Curved QD-OLED Gaming (AW3423DW) - მსოფლიოში პირველი გეიმინგ მოდელი QD-OLED მატრიცით. ამჟამად ცნობილი გახდა მოწყობილობის მახასიათებლები და ღირებულება. ფოტოს წყარო: Dell ტექნოლოგია QD-OLED გულისხმობს კვანტური პიქსელების მქონე OLED-დისპლეის გამოყენებას. Alienware-ის ახალი მონიტორის ზომა დიაგონალზე 34 დუიმს შეადგენს, გაფართოება - 3440 × 1400 პიქსელს. მხარდაჭერილია 99.3%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მონიტორს აქვს VESA Display HDR 400 True Black სერტიფიკაცია. კონტრასტულობა აღწევს 1 000 000:1-ს, კადრის განახლების სიხშირე - 175 ჰერცს. რეაქციის დრო მხოლოდ 0.1 მილიწამია (Gray-to-Gray). ცნობილია, რომ მონიტორი Alienware 34 Curved QD-OLED Gaming გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა. მისი ფასი 1300 აშშ დოლარი იქნება. შედარებისთვის: ამჟამად Alienware-ის ყველაზე ძვირადღირებული მონიტორია 37.5-დუიმიანი AW3821DW - მისი ფასი 1200 აშშ დოლარია. გარდა ამისა, 1200 აშშ დოლარად შესაძლებელია OLED მატრიცის მქონე 48-დუიმიანი Gigabyte FO48U გეიმინგ მონიტორის შეძენა. https://tinyurl.com/56xvnp4t Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.