Jump to content

სალვადორი პირველ Bitcoin-ობლიგაციებს მარტში გამოუშვებს


Recommended Posts

image.png 

სალვადორი 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პირველი Bitcoin-ობლიგაციების მზადებას 15-20 მარტს დაასრულებს. 

ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ალეხანდრო სელაიას შეფასებით ფასიანი ქაღალდების გადაჭარბებული გამოწერა იქნება „მინიმუმ 500 მილიონი აშშ დოლარი“. 100 აშშ დოლარის მინიმალური შესყიდვა და განთავსების დროს ბროკერის არარსებობა გაზრდის პოტენციურ ინვესტორთა რაოდენობას - განაცხადა მინისტრმა. 

დრე წარმოდგენილი გეგმის თანახმად სავაუჩერო განაკვეთი შეადგენს წლიურ 6.5%-ს, ობლიგაციების დაფარვის ვადა 2032 წელს დადგება. ფასიანი ქაღალდის შესყიდვისთვის საჭიროა KYC-პროცედურების განხორციელება. 

განთავსება განხორციელდება Blockstream-ის Sidechain Liquid Network-ზე. 

საკითხით დაკავდება ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების ვაჭრობისთვის განკუთვნილი პლატფორმა Bitfinex Securities. შეთანხმების ფარგლებში იგი აგრეთვე დაეხმარება სალვადორის ხელისუფლებას ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ფინანსური ინსტრუმენტების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაში. 

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული მოგების ნახევარი გეოთერმული ვულკანური ენერგიის გამოყენებით მაინინგის განვითარებას მოხმარდება, დანარჩენი 50% - სახელმწიფოებრივი ტრასტისთვის განკუთვნილი ოქროს შეძენას. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოთქვა შეშფოთება სალვადორის Bitcoin-ობლიგაციებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. ორგანიზაციამ არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფოს, უარი თქვას პირველ კრიპტოვალუტაზე, როგორც გადახდის საშუალებაზე. 

9 თებერვალს სააგენტო Fitch-მა სალვადორის რეიტინგი „B”-დან „CCC”-მდე შეამცირა. დასაბუთებისთვის ანალიტიკოსებმა დაასახელეს მოკლევადიან დაფინანსებაზე გაზრდილი დამოკიდებულება 2023 წლის იანვარში 800 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების გამოშვების ფონზე, ისევე როგორც სირთულეები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით 2022-2023 წლებში. 

შეგახსენებთ, თებერვალში სალვადორმა გააუმჯობესა ციფრული საფულე Chivo-ს ფუნქციონალი. 

სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელე Bitcoin-ის ზრდას დროის საკითხად მიიჩნევს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.