Jump to content

Xiaomi MIX 5 და MIX 5 Pro-ს ექნება Snapdragon 8 Gen1 Plus და 50-მეგაპიქსელიანი კამერები


Recommended Posts

კომპანია Xiaomi-მ წლის მეორე ნახევარში MIX სერიის განახლება დაგეგმა. ახალი თაობის ფარგლებში წარდგენილი იქნება ორი სმარტფონი - Xiaomi MIX 5 და მისი Pro ვერსია. მოდელებს ექნება როგორც საერთო, ასევე განსხვავებული მახასიათებლები. 

image.jpeg 

ორივე ფლაგმანში წარმოდგენილი იქნება 4-ნანომეტრიანი ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 8 Gen1+. ეს ჩიპი იქნება Snapdragon 8 Gen1 მოდელის აჩქარებული ვერსია. მობილურ პროცესორს კვლავ ექნება Cortex-X2 ბირთვები და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 730. 

Xiaomi MIX 5 მოდელში გამოყენებული იქნება სტანდარტული Full HD+ დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. შესაძლოა, მასში მოცემული იყოს კომპანია Samsung-ის AMOLED E4 პანელი. Pro ვერსიას კი ექნება LTPO 2.0 ტექნოლოგიით დამზადებული უფრო მეტად მოწინავე მატრიცა Samsung AMOLED E5. მისი გაფართოვება WQHD+-მდე გაიზრდება. 

Xiaomi MIX 5 Pro იქნება მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ძირითადი კამერის 50-მეგაპიქსელიანი ოთხი მოდული. მათში გამოყენებული იქნება სტანდარტული და ულტრაფართოკუთხიანი მოდულები, აგრეთვე ორი ტელეობიექტივი. სტანდარტულ მოდელს ექნება მხოლოდ სამი 50-მეგაპიქსელიანი სენსორი და არ ექნება გრძივი ტელეფოტომოდული. აღსანიშნავია, რომ სამი 50-მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონი საზოგადოებას უკვე ნანახი აქვს - ეს არის Xiaomi 12 Pro. უფრო მეტიც, ბაზარზე უკვე არსებობს მოწყობილობები სამი 64-მეგაპიქსელიანი სენსორით - ZTE Axon 30 Ultra. 

MIX სერიის ორივე მოდელს ექნება 120-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, აგრეთვე საფირმო ჩიპი Surge C2. Xiaomi MIX 5-ის ბატარეის მოცულობა შეადგენს 4600 მა/სთ-ს, Pro ვერსიისა - 5000 მა/სთ-ს. მომავალი თაობის ფლაგმანები გამოვა პროგრამულ უზრუნველყოფა MIUI 13-ით, რომელსაც საფუძვლად ედება ოპერაციული სისტემა Android 12. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.