Jump to content

Samsung-მა წარადგინა პლანშეტები Galaxy Tab S8 


Recommended Posts

კომპანია Samsung-მა Galaxy S22 სმარტფონებთან ერთად წარადგინა ფლაგმანური პლანშეტები Galaxy Tab S8. სერიაში სულ შევიდა სამი მოდელი: საბაზისო Galaxy Tab S8, უფრო მოზრდილი Galaxy Tab S8+ და ყველაზე დიდი ტოპ-ვერსია Galaxy Tab S8 Ultra. 

image.jpeg 

საბაზისო მოდელ Galaxy Tab S8-ს აქვს 11-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით - 120 ჰერცი. Galaxy Tab S8+ მოდელს აქვს 12.4-დუიმიანი AMOLED ეკრანი 2800 × 1752 პიქსელი გაფართოებით და ასევე 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. და ბოლოს, Galaxy Tab S8 Ultra-ს გააჩნია 14.6-დუიმიანი AMOLED დისპლეი გაფართოებით 2960 × 1848 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე მის შემთხვევაშიც 120 ჰერცს შეადგენს. სამივე მოდელზე მხარდაჭერილია S Pen სტილუსი, რომელიც მიწოდების ნაკრებში შედის. 

image.jpeg 

ყველა პლანშეტს საფუძლად უდევს ფლაგმანური პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს  3 გჰც-მდე სიხშირით. Galaxy Tab S8 და Tab S8+ მოდელები ხელისაწვდომი იქნება მხოლოდ 8 გბ ოპერატიული მეხსიერებით, მათ შიდა მეხსიერება კი იქნება 128 ან 256 გბ. Galaxy Tab S8 Ultra-ს შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნება მოდელები 8, 12 და 16 გბ ოპერატიული და 128, 256 და 512 გბ შიდა მეხსიერებით, შესაბამისად. 

image.jpeg 

სამივე პლანშეტს აქვს AKG-ის აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით და მოცულობითი ხმის მხარდაჭერით. პლანშეტების უკანა კამერაც ყველა მოდელში იდენტურია: მასში შედის 13-მეგაპიქსელიანი ძირითადი მოდული 6-მეგაპიქსელიან ფართოკუთხიან სენსორთან ერთად. Galaxy Tab S8 და Tab S8+ მოდელებს 12-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა აქვთ, უფროს Galaxy Tab S8 Ultra-ს შემთხვევაში მხარდაჭერილია ორი ფრონტალური კამერა წყვილი 12-მეგაპიქსელიანი მოდულით, ესენია ძირითადი და ფართოკუთხიანი სენსორები. აღსანიშნავია, რომ ფრონტალური კამერის მოდულები განთავსებულია ეკრანზე არსებულ პატარა ჭრილში - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი პლანშეტი „წინამოთი“. 

image.jpeg 

Samsung გვთავაზობს პლანშეტების ვერსიებს როგორც მხოლოდ Wi-Fi-ს, აგრეთვე Wi-Fi, 5G და LTE მხარდაჭერით. Galaxy Tab S8-ს ბატარეის მოცულობაა 8000 მა/სთ, Galaxy Tab S8+-ის - 10090 მა/სთ, ხოლო Galaxy Tab S8 Ultra-სი - 11200 მა/სთ. ბოლო მათგანის ავტონომიური მუშაობის დრო 14 საათს შეადგენს. ყველა მოდელში მხარდაჭერილია 45-ვატიანი სწრაფი დამუხტვა. 

ფასებს რაც შეეხება, Galaxy Tab S8-ს ფასი იწყება დაახლოებით 870 აშშ დოლარიდან, Galaxy Tab S8+-ის - 1097 $-დან, Galaxy Tab S8 Ultra-ს ფასი კი - 1432 აშშ დოლარიდან. გაყიდვები უკვე დაწყებულია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.