Jump to content

RTX 4000 ჩიპებს RTX 3000-თან შედარებით ბევრად მეტი ტრანზისტორი ექნება


Recommended Posts

გასულ წელს NVIDIA-მ გამოუშვა რეკორდული რაოდენობის უმძლავრესი გრაფიკული ამაჩქარებლები: თავდაპირველად Ampere თაობის „ტიტანად“ მიიჩნეოდა GeForce RTX 3090, შემდეგ კომპანიამ საზოგადოებას უჩვენა რა შეეძლო Tensor-ბირთვებიან GA100-ს, რომელიც მონაცემთა ცენტრებში რთული გამოთვლითი ამოცანებისთვის იყო განკუთვნილი. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ვიდეო დაფამ დეფიციტს თავი ვერ აარიდა. ბოლო მათგანი საერთოდ ვერ ხვდება გაყიდვაში შესაბამისი ვიდეომეხსიერების არარსებობის გამო. 

image.jpeg 

მომავალი რამდენმე წლის განმავლობაში ამ მოდელის შესაძლებლობები არ იქნება წარმადობის ზღვარი. GA100 არქიტექტურაზე დამყარებულ ტოპ-პროცესორს 54 მილიარდი ტრანზისტორი აქვს, რაც ნამდვილად ბევრია. მძლავრ GeForce RTX 3090 (GA102) მოდელს გააჩნია მხოლოდ 28.3 მლრდ ტრანზისტორი. არაოფიციალური ცნობების თანახმად მომავალ GPU Hopper თაობაში ტოპ-ვერსია GH100-ს ექნება 140 მილიარდი ტრანზისტორი, რის შედეგად ეს ვიდეო დაფა ხუთჯერ მძავი იქნება RTX 3090-ზე და სამჯერ მძლავრი - GA100-თან შედარებით. 

თუმცა ჯერჯერობით მსგავსი ტექნოლოგიების წარმოდგენაც კი რთულია. ექსპერტები თვლიან, რომ მალე შესაძლებელი გახდება 140 მილიარდი ტრანზისტორის მქონე უფრო კომპაქტური ჩიპის დამზადება. ინსაიდერები არ გამორიცხავენ, რომ AMD-სთან დაძაბული ბრძოლის ფონზე NVIDIA-ს სამომავლო ამაჩქარებლების სერია Ada Lovelace-მა შესაძლოა ვერ გაუძლოს კონკურენციას, თუმცა ისიც არ წარმოადგენს დადასტურებულ ფაქტს, რომ კომპანია მოისურვებს Ada ხაზში Hopper თაობის ჩიპის ჩასმას. მზად იქნება თუ არა ჩიპი შესაბამისი დროისთვის - ეს საკითხიც ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.