Jump to content

გამოვიდა ლეპტოპი ASUS ROG Magic 16 - 165-ჰერციანი ეკრანითა და GeForce RTX 3060 გრაფიკით


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა დააანონსა 2022 წლის ვერსიის პორტატული კომპიუტერი ROG Magic 16 პროცესორით Intel Alder Lake და NVIDIA-ს დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლით. ნოუთბუქში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ლეპტოპს აქვს 16-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2560 × 1600 პიქსელი და გვერდების შეფარდებით 16:10. DCI-P3 ფერთა გამა 100%-ს აღწევს, სიკაშკაშე - 500 კდ/მ2-ს. რეალიზებულია Dolby Vision მხარდაჭერა. პანელის კადრის განახლების სიხირეა 165 ჰერცი. 

მოწყობილობაში განთავსებულია პროცესორი Core i7-12700H. მასში შედის 14 ბირთვი, რომელთაგან ექვსი მაღალი წარმადობისაა, რვა კი - ენერგოეფექტური. ტურბო-რეჟიმში მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს შეადგენს. ლეპტოპში წარმოდგენილია ვიდეო დაფა GeForce RTX 3060, 16 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერება და M.2 ფორმატის მყარი დისკი 512 გბ მოცულობითა და PCIe 4.0 ინტერფეისით. ბატარეის მოცულობაა 90 ვტ/სთ. 

image.jpeg 

დანარჩენ მახასიათებლებში შედის აუდიოსისტემა Dolby Atmos, Wi-Fi 6E ადაპტერი 2,4, 5 და 6 გჰც სიხშირის დიაპაზონის მხარდაჭერით, microSD სლოტი, ორი პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, ინტერფეისები HDMI და Thunderbolt 4. გაგრილების სისტემა Glacier Cooling 2.0-ში გამოყენებულია ექვსი სითბური მილი და ორი ქულერი. 

ASUS ROG Magic 16-ის ფასი დაახლოებით 1570 აშშ დოლარი იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.