Jump to content

Dell-მა გამოუშვა 27- და 32-დუიმიანი მონიტორები 4K UltraSharpScreens, ტექნოლოგიით IPS Black


Recommended Posts

image.jpeg 

კომპანია Dell-მა წარადგინა ორი მონიტორი 4K UltraSharp, რომლებშიც LG Display-ს ტექნოლოგია IPS Black გამოიყენება, რომელიც უზრუნველყოფს 35%-ით უფრო ღრმა შავ ფერს თანამედროვე IPS დისპლეებთან შედარებით. 

image.jpeg 

 

ახალ U2723QE და U3223QE მოდელებს აქვთ ექვსპორტიანი USB-ჰაბი USB 3.2 Gen 2 (10 გბ/წმ), ამასთან მთავარ USB-C პორტს შეუძლია უზრუნველყოს 90 ვატი სიმძავრე USB-PD-ის მევეობით, აგრეთვე მხარდაჭერილია ალტერნატიული რეჟიმი DP 1.4. USB ჰაბი მუშაობს KVM რეჟიმში, რომელიც დღეისათვის სტანდარტული ფუნქცია ხდება მაღალი დონის ბევრი დისპლეის შემთხვევაში. ერთი USB 3.2 Gen 2 შემოიფარგლება მხოლოდ 15 ვატით, მეორე USB 3.2 Gen 2 პორტი განკუთვნილია მხოლოდ USB მონაცემების სიგნალებისთვის. მონიტორების ტრადიციულ ინტერფეისებში შედის HDMI 2.0, DP 1.4, აგრეთვე დისპლეის დაკავშირებისთვის საჭირო ინტერფეისი. აგრეთვე ხელმისაწვდომია RJ45 სადენიანი ქსელისთვის და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. 

image.jpeg 

ახალი მონიტორების კონტრასტულობის მაჩვენებელია 2000:1, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, მაქსიმალური სიკაშკაშე - 400 კდ/მ². რეაქციის დრო 8 მილიწამს შეადგენს - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხსენებული მონიტორები გეიმინგ მოდელები არ არის, ამ მახასიათებელს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ენერგომოხმარება შეადგეს 25.9 ვატს 27-დუიმიანი მოდელის შემთხვევაში და 29.4 ვატს - 32-დუიმიან მოდელში, თუმცა ორივე მოდელი მოიხმარს 220 ვატამდე ენერგიას დიდი რაოდენობით USB მოწყობილობებთან დაკავშირების შემთხვევაში.  

Dell U2723QE და U3223QE მონიტორების ფასი შეადგენს 779.99 და 1149.99 აშშ დოლარს, შესაბამისად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.