Magdalena Posted February 10, 2022 Share Posted February 10, 2022 Apple-ის პირველი კომპიუტერი მომხმარებლის იდენტიფიკაციის ტექნოლოგია Face ID-ის მხარდაჭერით არ იქნება MacBook, განაცხადა Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა. საქმე ის არის, რომ კომპანიას ამ დრომდე არ შეუმუშავებია ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს ლეპტოპის თხელ კორპუსში განათავსოს ყველა ის სენსორი, რომლებიც სახის ამოცნობისთვისაა განკუთვნილი. ფოტოს წყარო: MacRumors Gurman-მა Apple-ის Face ID-ის მქონე კომპიუტერის შესაძლო გამოშვების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა თავის ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენ Power On-ში. ანალიტიკოსი ამბობს, რომ Apple თავდაპირველად Face ID-ის დანერგვას გეგმავდა M1 ჩიპის მქონე ორიგინალ iMac-ში, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა. სამწუხაროდ, კომპანიამ ამ გეგმაზე უარი თქვა და ძალისხმევა კომპიუტერის დიზაინისკენ მიმართა. Gurman ამტკიცებს, რომ Face ID-ს დებიუტი შედგება iMac-ში ან გარე მონიტორში, რადგანაც ამ მოწყობილობების კორპუსის სისქე საშუალებას იძლევა უპრობლემოდ მოთავსდეს მასში ყველა საჭირო სენსორი. ცნობილია, რომ კომპანია ამჟამად არ ფლობს ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას მისცემდა განეთავსებინა სახის ამოცნობის True Depth სისტემა ლეპტოპის თხელ ზედა ნაწილში. ფოტოს წყარო: Apple მოარული ხმების თანახმად Apple-მა გატესტა Face ID სამომავლო iMac Pro-ს შემადგენლობაში, რომელსაც საფირმო Arm-ჩიპსეტი უდევს, თუმცა ამჟამად ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა და გაურკვეველია, აღჭურვილი იქნება თუ არა კომპანიის მომავალი პროფესიონალური მონობლოკი სახის ამომცნობი სისტემით. https://tinyurl.com/y5v34k8c Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.