Jump to content

არაოფიციალურად: Face ID-ს მქონე პირველი კომპიუტერი იქნება Apple iMac და არა MacBook


Magdalena

Recommended Posts

Apple-ის პირველი კომპიუტერი მომხმარებლის იდენტიფიკაციის ტექნოლოგია Face ID-ის მხარდაჭერით არ იქნება MacBook, განაცხადა Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mark Gurman-მა. საქმე ის არის, რომ კომპანიას ამ დრომდე არ შეუმუშავებია ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს ლეპტოპის თხელ კორპუსში განათავსოს ყველა ის სენსორი, რომლებიც სახის ამოცნობისთვისაა განკუთვნილი.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MacRumors 

Gurman-მა Apple-ის Face ID-ის მქონე კომპიუტერის შესაძლო გამოშვების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა თავის ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენ Power On-ში. ანალიტიკოსი ამბობს, რომ Apple თავდაპირველად Face ID-ის დანერგვას გეგმავდა M1 ჩიპის მქონე ორიგინალ iMac-ში, რომლის დებიუტი გასულ წელს შედგა. სამწუხაროდ, კომპანიამ ამ გეგმაზე უარი თქვა და ძალისხმევა კომპიუტერის დიზაინისკენ მიმართა. 

Gurman ამტკიცებს, რომ Face ID-ს დებიუტი შედგება iMac-ში ან გარე მონიტორში, რადგანაც ამ მოწყობილობების კორპუსის სისქე საშუალებას იძლევა უპრობლემოდ მოთავსდეს მასში ყველა საჭირო სენსორი. ცნობილია, რომ კომპანია ამჟამად არ ფლობს ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას მისცემდა განეთავსებინა სახის ამოცნობის True Depth სისტემა ლეპტოპის თხელ ზედა ნაწილში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

მოარული ხმების თანახმად Apple-მა გატესტა Face ID სამომავლო iMac Pro-ს შემადგენლობაში, რომელსაც საფირმო Arm-ჩიპსეტი უდევს, თუმცა ამჟამად ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა და გაურკვეველია, აღჭურვილი იქნება თუ არა კომპანიის მომავალი პროფესიონალური მონობლოკი სახის ამომცნობი სისტემით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.