Jump to content

ცნობილი გახდა Redmi K50 სერიის სმარტფონების ფასები: 314 აშშ დოლარიდან


Recommended Posts

ცნობილია ასევე ყველა ვერსიის ჩიპსეტი და თითოეუ მოდელში გამოყენებული დამტენი მოწყობილობების სიმძლავრე. 

ინსაიდერი @Shadow_Leak ამტკიცებს, რომ ინფორმაცია მიიღო სმარტფონების სერია Redmi K50-ში გამოყენებული ჩიპსეტებისა და ფასების შესახებ. ეს ხაზი, როგორც ამჟამად ითვლება, ოთხ მოწყობილობას მოიცავს. Xiaomi არ აკონკრეტებს, სულ რამდენ მოდელს გამოუშვებს Redmi K50 სერიაში, თუმცა დაადასტურა სამომავლო სმარტფონების გარკვეული დეტალები. 

image.jpeg 

სმარტფონის ვერსია Snapdragon 8 Gen 1 ჩიპით გამოვა უფრო ადრე, ვიდრე Dimensity 9000 მიკროსქემის ნაკრების მქონე მოდელი. Redmi-ს გენერალურ დირექტორ ლუ ვეიბინგის თქმით არ უნდა ველოდოთ Dimensity 9000 ჩიპსეტის მქონე Redmi K50 მოდელის გამოსვლას მანამ, სანამ კომპანია არ გამოუშვებს ვარიანტს Qualcomm-ის ფლაგმანური ჩიპით. გარდა ამისა, Snapdragon 8 Gen 1 ვერსიაში მხარდაჭერილი იქნება 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვა სხვა ფლაგმანური ფუნქციების პარალელურად. 

Digital Chat Station-მა აღმოაჩინა, რომ Xiaomi-მ დაარეგისტრირა სამი ახალი Redmi K50 სმარტფონი ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს ბაზაში. ამ მოწყობილობების მოდელების დასახელებებია 22021211RC, 22011211C და 22041211AC, რომლებშიც “C“ ნიშნავს, რომ ეს მოწყობილობები მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. Xiaomi-მ დაადასტურა, რომ ეს სმარტფონები მიმდინარე თვეში გამოვა, თუმცა ინსაიდერი @Shadow_Leak ამტკიცებს, რომ მოწყობილობების გლობალურ ბაზარზე გამოსვლა არ შედგება მარტის ბოლომდე ან აპრილის დასაწყისამდე. 

ინსაიდერი აცხადებს, რომ სერიაში შემავალი სმარტფონების ფასი 1999 იუანიდან იწყება (დაახლოებით 314 აშშ დოლარი საწყისი დონის Redmi K50 მოდელი). სავარაუდოდ, საბაზისო მოდელი იმუშავებს Snapdragon 870 ჩიპსეტზე. მასზე უფრო ძლიერ Redmi K50 Pro-ს ექნება Mediatek-ის ჩიპსეტი Dimensity 8000, ხოლო მოდელი Redmi K50 Pro Plus იმუშავებს ფლაგმანურ Dimensity 9000-ზე. სმარტფონის გეიმინგ ვერსია Redmi K50 Gaming-ში გამოყენებული იქნება Snapdragon 8 Gen 1 ჩიპი და მისი ფასი იქნება დაახლოებით 550 აშშ დოლარი. @Shadow_Leak-ის ინფორმაციით კი Redmi K50 სერიის სმარტფონების ფასები ამგვარი იქნება: 

image.png 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.