Jump to content

რეი დალიო გაფრთხილებას იძლევა ზოგიერთ ქვეყანაში კრიპტოვალუტების შესაძლო აკრძალვის შესახებ


Recommended Posts

image.jpeg 

კრიპტოვალუტები მეტისმეტად დაუცველია, ადვილად დასაკვირვებელია და შესაძლოა აიკრძალოს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლების მიერ - ამის შესახებ Bridgewater Associates-ის დამფუძნებელმა მილიარდერმა რეი დალიომ დევიდ რუბენშტეინთან ინტერვიუში განაცხადა. 

დალიოს თქმით კრიპტოვალუტების ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით გი „ზედმეტ ყურადღებას იპყრობს“. მან დაადასტურა, რომ ციფრული აქტივები მისი პირადი საინვესტიციო პორტფელის "უმნიშვნელო პროცენტს" შეადგენს. 

2021 წლის დეკემბერში მილიარდერმა გააცხადა, რომ ინვესტიცია მოახდინა Ethereum-ში დივერსიფიკაციის მიზნით. მან არ დაასახელა ინვესტიციის ზუსტი ოდენობა, მაგრამ თქვა, რომ "არც ისე ბევრი". 

ინტერვიუში დალიომ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების გამოყენება დატვირთულია რისკებით, რომლებიც დიდწილად ბლოკჩეინის გამჭვირვალობასთანაა დაკავშირებული. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ციფრულ ატივებს „კანონგარეშედ გამოაცხადებს სავარაუდოდ არაერთი ხელისუფლება“. 

Bridgewater Associates-ის ხელმძღვანელის თქმით ადამიანები სულ უფრო ხშირად კითხულობენ, რა გამოიყენონ ფასეულობების გაცვლისა და შენახვის საშუალებად. მან ხაზი გაუსვა, რომ ფიატი სულ უფრო დიდ კონკურენციას შეხვდება ციფრული ვალუტების მხრიდან. 

მისი რჩევაა საინვესტიციო პორტფელის შექმნა, რომელიც დივერსიფიცირებული იქნება აქტივების სახეობებისა და ბაზრების მიხედვით. მილიარდერმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაღდი ფული - ეს ნაგავია“. 

შეგახსენებთ, რომ დალიომ ადრეც ისაუბრა ხელისუფლებების მიერ კრიპტოვალუტების აკრძალვის საფრთხის შესახებ. სექტემბერში მან განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანოები „მოსპობენ Bitcoin-ს“ მისი მასობრივი წარმატების შემთხვევაში. 

Link to comment
Share on other sites

ჯერ მარტო რამდენიმე ქვეყანაში აიგრძალა კრიპტოვალუტა და მაინინგი მთლიანათ, მათ შორის ჩინეთშიც, დანარჩენებში ან აგრანიჩენია დაადეს ან მცირე რეგულაციები, ვედუში პოზიციებზე უკვე შტატები გავიდა როგორც ინვესტიციებით კრიპტოში ასევე მაინინგშიც, მანდაც აგრანიჩენიებით შემოიფარგლენ და ზოგან აგრძალეს მაინინგი, ავტორიტარულ სახელმწიფოებს საერთოდ არ აწყობთ კრიპტოვალუტის და მაინინგის განვითარება, მაგიტომაც აიგრძალა მთლიანათ ჩინეთში უკვე, რუსეთი კი განიხილავს აგრძალოს თუ არა მაინინგი და კრიპტოვაჭრობა რუსეთის ტერიტორიაზე, მგონი ეგვიპტეშიც აიგრძალა და კიდე რამდენიმე ქვეყანა მახსენდება, ნუ ბანალურათ კარგავენ ძალაუფლებას და კონტროლს,ამიტომ ჩინეთმა ერთ-ერთმა პირველმა აგრძალა მაინინგი და კრიპტოს მიმოქცევაც, ტუმცა ეგეთი ქვეყანა უკვე არც ისე ბევრია შემორჩენილი და ევროპაში და შტატებში, როგორც სხვა განვითარებულ აზიურ ქვეყნებში არ აპირებენ ჯერ კრიპტოს აგრძალვას

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.