Jump to content

Starlink-ის თანამგზავრები უკვე ხელს უშლის კოსმოსის შესწავლას


Recommended Posts

image.jpeg 

2019 წლის მაისში, როდესაც SpaceX-მა Starlink თანამგზავრების პირველი ნაკადი გაუშვა, ასტონომიულმა საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა, რომ თანამგზავრების დაჯგუფება გავლენას იქონიებდა ასტონომიულ დაკვირვებებზე. ამჟამად Starlink-ის დაჯგუფება დედამიწის ახლო ორბიტაზე მყოფი 1667 თანამგზავრისგან შედგება, ამასთან 124 თანამგზავრი უკვე გამოვიდა ექსპლუატაციიდან და ატმოსფეროს ზედა ფენაში დაიწვა. Starlink-თანამგზავრებს ჯგუფურად, დაახლოებით 60-მდე ერთეულს ერთად უშვებენ კოსმოსში. საერთო ჯამში SpaceX-ს აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიისგან  (FCC) მიღებული აქვს ნებართვა 12 ათასი თანამგზავრის გაშვების შესახებ, კომპანიამ განაცხადი შეიტანა დამატებით 30 ათასი თანამგზავრის გაყვანის ნებართვის მისაღებად. თანამგზავრების მსგავსი დაჯგუფებების გაშვებას გეგმავენ სხვა კომპანიები OneWeb, Amazon, Samsung და ეროვნული სააგენტოები. თუკი ეს გეგმები სრულად რეალიზდება, შეფასების მიხედვით უახლოეს ათწლეულში დედამიწის ახლო ორბიტაზე განლაგებული იქნება 100 ათასამდე თანამგზავრი, რომლებიც ცას დააბინძურებენ და პოტენციურად ხელს შეუშლიან ასტრონომიულ დაკვირვებებს. 

ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რათა გარკვეულიყო თანამგზავრების გავლენა ასტრონომიულ დაკვირვებებზე. მეცნიერების მტკიცებით თანამგზავრები ირეკლავენ მზის სინათლეს და ფოტოებზე დეფექტებს ტოვებენ. და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია დაბნელებების გადაღებისას. ამ დროისთვის დეფექტიანი ფოტოების რაოდენობა დღე-ღამეში 0.5%-დან 18%-მდე გაიზარდა. ეს ციფრები დიდი გვეჩვენება, თუმცა ამჟამად Starlink თანამგზავრების საერთო გავლენა ასტრონომიულ დაკვირვებებზე ჯამში არც ისე დიდია. 

სამეცნიერო საზოგადოების შეშფოთების მოგვარების მიზნით SpaceX-მა გადაწყვიტა Starlink-თანამგზავრების გადაპროექტება, რათა შემცირდეს მათი გავლენა კოსმოსზე დაკვირვების პროცესზე. ამისთვის კომპანიამ განათავსა მზისგან დამცავი საჩრდილობლები, რამაც შეამცირა არეკლილი სინათლის სიკაშკაშე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დედამიწის ახლო ორბიტის დაბინძურების დონე წლიდან წლამდე იზრდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.