Jump to content

Bitcoin კვლავ 40 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირს - ინვესტორები IT-კომპანიების წარმატებებმა წაახალისა


Recommended Posts

Bitcoin-მა დააფიქსირა ყველაზე დიდი ზრდა ოქტომბრის შემდეგ, რადგანაც ინვესტორები კვლავ დაინტერესდნენ სარისკო აქტივებით ფინანსურ ბაზრებზე არსებული არასტაბილური პერიოდის შემდეგ. საბაზრო ღირებულებით უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა 10%-ზე მეტით 40520 აშშ დოლარამდე. Ethereum-ის შემთხვევაში დაფიქსირდა 12%-ზე მეტი ზრდა 2947 ათას აშშ დოლარამდე. 

image.jpeg 

ძირითადი კრიპტოვალუტების ფასი გაიზარდა, რადგან მეოთხე კვარტალში Amazon-ის მაღალმა შემოსავალმა გაამყარა ინვესტორების ნდობა ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისადმი, რომელთა ღირებულება ბოლო თვეებში ციფრული ვალუტების სინქრონულად იცვლებოდა. 

„იმ ფაქტმა, რომ Amazon-ის მოგება წავიდა Apple-ის, Microsoft-ისა და Google-ის, და არა Meta-ს გზით, ინვესტორებში დანერგა მეტი რწმენა იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ სარისკო აქტივებით ვაჭრობას“ - განაცხადა ფინანსური კომპანია Miller Tabak + Co-ს ბაზრის მთავარმა სტრატეგმა Matt Maley-იმ. 

image.png 

ფოტოს წყარო: CoinDesk 

კრიპტოვალუტების ღირებულების სწრაფი ვარდნა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისა და სხვა სარისკო აქტივების ფასი შემცირდა ინვესტორების შეშფოთების ფონზე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი ზრდისა და მთელ მსოფლიოში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტენდენციის გამო. 

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების საფრთხე, ამჟამად კაპიტალის ბევრ ბაზარზე ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ 50 საბაზისო პუნქტით განაკვეთის გაზრდა გათვლილია საფონდო ბაზრებზე ცოტა ხნის წინანდელი მოძრაობის გათვალისწინებით“ - განაცხადა ტრეიდინგ კომპანია Alpha Impact-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა Hayden Hughes-მა. 

image.png 

ფოტოს წყარო: CoinDesk 

ექსპერტების აზრით კრიპტოვალუტების ფასების ზრდაზე სხვა მიზეზებთან ერთად ნაწილობრივ გავლენა მოახდინა ჩრდულოამერიკულმა Bitcoin-მაინინგ კომპანია Marathon Digital Holdings-ის განცხადებამ, რომ გეგმავს, საკუთარი კრიპტოვალუტების მარაგი დაახლოებით 8595 Bitcoin-ამდე გაზარდოს. 

დასასრულს დავამატებთ, რომ კარგი დინამიკის მიუხედავად Bitcoin-ის ფასი ჯერ კიდევ შორს არის ისტორიული მაქსიმალური 69 ათასი აშშ დოლარისგან, რომელიც გასული წლის ნოემბერში იქნა მიღწეული. 

Link to comment
Share on other sites

ეგ ინფო ცოტათი მოძველდა უკვე, რახან ეხლახან აარტყა 44000$ ლამის უკვე ბიტკოინმა და ეთერეუმიც ასე 3150$ უახლოვდება, ამ ეტაპზე ბიტკოინი უფრო კარგ ფორმაშია, თუმცა რამდენიმე დღის წინ ეთერეუმი უფრო სწრაფათ იზრდებოდა და მიუახლოვდა 3000$

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.