Jump to content

ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარმა გასულ წელს გაყიდვების მოცულობა გააორმაგა


Recommended Posts

პლანეტის უმსხვილესი რეგიონალური ბაზრების მიერ აღებულმა ელექტრიფიკაციის კურსმა შესაძლებელი გახადა გასულ წელს სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში ელექტრომობილების გაყიდვის მოცულობა გაზრდილიყო 3-დან 6.6 მილიონ ერთეულამდე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2019 წელს გაიყიდა არაუმეტეს 2.2 მილიონი ელექტრომობილი, ორი წლის მანძილზე გაყიდვების მოცულობა გასამმაგდა. გაყიდვების 90% მოდის პლანეტის რამდენიმე მსხვილ ბაზარზე, სხვები კი ძალიან ჩამორჩებიან.  

image.jpeg 

როგორც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს სტატისტიკა აჩვენებს, 2020 წელს ელექტრომობილებზე მოდიოდა გაყიდული სატრანსპორტო საშუალებების მოცულობის არაუმეტეს 4.1%, 2021 წლის შეჯამებით კი მათი წილი 8.57%-მდე გაიზარდა. წყაროს შეფასების თანახმად ამჟამად მსოფლიოს გზებზე გადაადგილდება დაახლოებით 16 მლნ ელეტრომობილი, რომლებიც  ყოველწლიურად 30 ტვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარენ. ეს ენერგია მთლიანი ირლანდიის ენერგომოხმარების მაჩვენებელს უდრის. 

ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის მხრივ ლიდერი ჩინეთია, გასულ წელს მის ტერიტორიაზე გაიყიდა 3.4 მლნ ელექტრომობილი - უფრო მეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში 2020 წელს. გასული წლის დეკემბერში ელექტრომობილების წილმა ჩინეთის პირველად ბაზარზე 20%-ს მიაღწია. ათწლეულის შუა პერიოდში ეს დონე მუდმივ საფუძველზე იქნება მიღწეული. 

image.png 

ფოტოს წყარო: საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო (IEA) 

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 2021 წელს 70 %-ით გაიზარდა 2.3 მლნ ერთეულამდე, თუმცა მათი დაახლოებით ნახევარი plug-in ჰიბრიდები იყო, რომლებიც სტატისტიკაში მაინც ხვდება. ელექტრომობილები გასულ წელს შეადგენდა ევროპის პირველადი ბაზრის 17%-ს, თუმცა რეგიონის ზოგიერთი ქვეყანა ბევრად წინ არის. 2021 წლის შეჯამებით ევროპის უმსხვილესი ბაზრის სათავეშია ნორვეგია  (72 %), შვედეთი (45 %), ნიდერლანდები (30 %), გერმანია (25 %). 

შშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების მოცულობა გასულ წელს გაორმაგდა და შეადგინა ნახევარი მილიონი ერთეული, თუმცა ახალი ავტომობილების საერთო მასაში მათი წილი 4.5%-ს არ აჭარბებდა. ყველა ტიპის ავტომობილების გლობალური ბაზრის დაახლოებით ორი მესამედი მოდის ჩინეთზე, ევროპასა და შეერთებულ შტატებზე და ეს რეგიონები აკონტროლებენ ელექტრომობილების ბაზრის დაახლოებით 90%-ს. სამხრეთ კორეა, რომელმაც გასულ წელს გააორმაგა ელექტრომობილების გაყიდვის მოცულობა, მხოლოდ 8%-ს ფლობს, იაპონიაში კი ელექტრომობილების წილი 1%-ს არ აღემატება ისევე, როგორც მზარდი ეკონომიკის მქონე უმეტეს დიდ ქვეყნებში, მაგალითად ბრაზილიაში, ინდოეთსა და ინდონეზიაში. 

ელექტრომობილების რეიტინგში ბრენდის მიხედვით ლიდერობს Tesla 2021 წელს გაყიდული 936 ათასი ეგზემპლარით, მეორე ადგილზეა კონცერნი Volkswagen 763 ათასი მანქანით, მესამეზე კი ჩინური BYD – 589 ათასი ელქტრომობილით, მეოთხე ადგილზეა General Motors, რომელმაც გაყიდა 517 ათასი ელექტრომობილი. ხუთეულს ხურავს Stellantis გაყიდული 385 ათასი ელექტრომობილით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.