Jump to content

JPMorgan-მა Bitcoin-ის სამართლიანი შეფასება 150 ათასიდან 38 ათას აშშ დოლარამდე შეამცირა


Recommended Posts

image.png 

არასტაბილურობის მაღალი დონის შენარჩუნება ზღუდავს Bitcoin-ის ინსტიტუციონალები მიერ მიღებას, აღნიშნა JPMorgan-მა. ამგვარად განმარტეს ანალიტიკოსებმა პირველი კრიპტოვალუტის სამართლიანი შეფასების 150 ათასიდან 38 ათას აშშ დოლარამდე შემცირება - წერს Business Insider. 

სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ყველა დროის მაქსიმუმიდან ამჟამინდელი 50%-იანი უკან დახევა აღნიშნავს „ბუმ-ვარდნის“ ციკლს, რაც დაბრკოლებას წარმოადგენს ორგანიზაციების საფულეებში Bitcoin-ის დამატებისთვის. 

„ჩვენი წინა პროგნოზი, რომ Bitcoin-ის არასტაბილურობის კოეფიციენტი ოქროსთან მიმართებაში 2022 წლის ბოლოსთვის დაახლოებით ორჯერ შემცირდებოდა, არარეალურია. ჩვენ ვამცირებთ პირველი კრიპტოვალუტის სამართლიან ღირებულებას ამ პროპორციიდან გამომდინარე 150 ათასი აშშ დოლარის 1/4-მდე, ანუ 38 ათას აშშ დოლარამდე“, - ნათქვამია მოხსენებაში. 

JPMorgan-ის მოდელის თანახმად პროგნოზირებული იყო Bitcoin-ის მერყეობის დონის დაახლოება ოქროს ცვალებადობასთან და ინვესტორების პორტფელებში მათი წილების გათანაბრება. 

პირველი კრიპტოვალუტის გაყიდვების ბოლო ტალღამ გააჩინა ეჭვი მისი დივერსიფიკაციის თვისებებთან დაკავშირებით, რადგანაც მას თან ახლდა საფონდო ბაზრებზე ვარდნაც, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. 

JPMorgan არ გამორიცხავს Bitcoin-ის ფასის შემდგომ ვარდნას მყიდველების კაპიტულაციის ნიშნების არარსებობის ფონზე. 

„ღია ინტერესი ფიუჩერსების მიმართ და ბირჟების ბალანსების მოცულობა მიუთითებს ნაკლებ პანიკაზე ან პოზიციების ლიკვიდაციაზე გასული წლის მაისთან შედარებით, განსაკუთრებით კი მსხვილ კრიპტოინვესტორებთან მიმართებაში“ - დაასკვნეს ანალიტიკოსებმა. 

შეგახსენებთ, რომ ციფრულ ოქროსა და ტექნოლოგიური სექტორი კომპანიების აქციებს შორის კორელაციამ Bloomberg-ის თანახმად ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. 

ფასიანი ქაღალდების პორტფელის დინამიკაზე კრიპტოვალუტების მზარდი გავლენის შესახებ ადრე განაცხადეს MSCI-ის ექსპერტებმაც. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.