Jump to content

შეერთებული შტატების ფინანასთა სამინისტრო ხელახლა განიხილავს წინადადებას Bitcoin-საფულეების მომხმარებლების გადამოწმების შესახებ


Recommended Posts

image.png 

მიმდინარე წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო დაუბრუნდება FinCEN-ის საკამათო წინადადების განხილვას, რომელიც გულისხმობს არაკასტოდიალური კრიპტო საფულეების მომხარებლების სავალდებულო ვერიფიკაციას. ამის შესახებ ნათქვამია სტრუქტურის ნახევარწლიანი გეგმის ამსახველ დოკუმენტში. 

FinCEN-ის შემოთავაზებაა ცვლილებები შევიდეს იმ წესებში, რომლებითაც ხდება საბანკო საიდუმლოების კანონის (BSA) რეალიზება, რათა ბანკები და სავალუტო სერვისები ვალდებულნი გახდნენ ჩააბარონ ანგარიშები, აწარმოონ ჩანაწერები და მოახდინონ მომხმარებლების ვერიფიკაცია ვირტუალურ ვალუტებში კონვერტირებად ოპერაციებში (CVC) ან იმ კანონიერი საგადახდო საშუალების სტატუსი მქონე ციფრული აქტივების გამოყენებისას, რომლებიც ინახება ჰოსტინგსგარე საფულეებში ან FinCEN-ის მიერ განსაზღვრულ იურისდიქციებში განთავსებულ საფულეებში“ - ნათქვამია ფედერალური რეესტრის ვებ-გვერდზე. 

სააგენტომ წინადადება პირველად წამოჭრა 2020 წლის ბოლოს. დოკუმენტი შექმნა სტივენ მნუჩინმა, რომელსაც იმ დროს ფინანსთა მინისტრის პოზიცია ეკავა. 

ქომიუნითის წარმომადგენლებმა ინიციატივა გააკრიტიკეს, რადგან მთელ რიგ ციფრულ საფულეებს ტექნიკურად არ შეუძლია KYC-ის მოთხოვნების შესრულება. ზოგმა ასევე აღნიშნა, რომ წესები მძიმე იქნება კერძო პირებისთვის. 

განხილვის გრაფიკის თანახმად FinCEN გეგმავს წესებზე მუშაობის აგვისტოში დასრულებას, თუმცა გამოქვეყნება არ არის იმის გარანტია, რომ პროცესში იგი ცვლილებებს არ განიცდის. 

თუკი წინადადება თავდაპირველი სახით იქნება მიღებული, კრიპტო ბირჟები ვალდებულნი იქნებიან შეაგროვონ იმ მომხმარებლების ვინაობა, მისამართები და სხვა პირადი მონაცემები, ვინც ახორციელებენ ციფრული აქტივების გადატანას არაკასტოდიალურ საფულეებში. 

საფულე ZenGo-ს გენერალურმა დირექტორმა ოურიელ ოჰაიონმა აღნიშნა, რომ FinCEN-ის მოთხოვნები შეუსრულებელია. 

მათ რომ ესმოდეთ, როგორ მუშაობს საფულეები, ეცოდინებოდათ, რომ ცნება მომხმარებლის ანგარიში“ არ არსებობს და ამიტომ KYC ვერ შესრულდება სისტემური სახით“ - დაწერა მან. 

FinCEN ასევე გეგმავს „განმარტოს ტერმინი „ფული“ BSA-ს კანონში ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ მათთან ტრანზაქციები იმავე წესებით უნდა დარეგულირდეს, როგორც ფიატური ვალუტით განხორციელებული ოპერაციები. 

„სააგენტოს ჩანაფიქრის თანახმად შემოთავაზებული წინადადება უზრუნველყოფს, რომ წესები გავრცელდეს ისეთი კონვერტირებადი ვირტუალური ვალუტით განხორციელებულ შიდა და ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებზე, რომლებიც არის გაცვლის საშუალება (მაგალითად, კრიპტოვალუტა), აქვს ვალუტის ექვივალენტური ღირებულება ან მოქმედებს, როგორც ვალუტის შემცვლელი, მაგრამ არ გააჩნია კანონიერი საგადახდო საშუალების სტატუსი“, - ნათქვამია გამოცემაში. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ნოემბერში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ FATF-ის წესები შეესაბამება FinCEN-ის წესებს კრიპტოვალუტების რეგულირებასთან დაკავშირებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.